“ბურუსს მიღმა დარჩენილი მოგონებები“ - ცხინვალელი მასწავლებლის წიგნი ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე

თებერვალი 01 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“ბურუსს მიღმა დარჩენილი მოგონებები“ - წიგნი, რომელშიც ნელი ბაბუციძემ ცხინვალში ცხოვრებისა და ქართულ-ოსური ურთიერთობების შესახებ მოგონებები მოაქცია.

ნელი ბაბუციძემ ცხინვალი 29 წლის წინ დატოვა. შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე, რამდენიმე წლის განმავლობაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად რუსულ სკოლაში მუშაობდა.

“ეს არის დოკუმენტური მოგონებები, რომელიც არის გამხატვრულებული სახით და დოკუმენტურ ჟანრს მიეკუთვნება. მთავარი გმირი ცხინვალი და ცხინვალელები, 90-იანი წლების მოგონებებია. რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დაწერილი. პერსონაჟები ძირითადად არიან ცხინვალელები და ვინც ცხივნალთან იყო დაკავშირებული“ , -  ამბობს ნელი ბაბუციძე.

50-გვერდიანი წიგნი დოკუმენტურად ასახავს მაშინდელ ქართულ-ოსურ ურთიერთობებს. როგორც ავტორი ამბობს, წიგნს “წითელ ზოლად გასდევს ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობის აღდგენის სურვილი.“

“იმ დროს, 90-იან წლებში, ჩემს გარშემო რაც ხდებოდა, ის დოკუმენტური მასალაა ამ წიგნში აღწერილი. ამ მასალებს ეტაპობრივად ვაქვეყნებდი ხოლმე და შემდეგ ერთად მოვუყარე თავი, ერთად ავკინძე სათანადო წინასიტყვაობებით. წინასიტყვაობა ორი ახლავს: ერთი - განათლების სახლის დამფუძვნებლის, პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილს და მეორე - ფოლოლოგიური დოქტორის, პროფესორ ნაირა ბეპიევის წინასიტყვაობა. გამოყენებული მაქვს მეგობრების ლექსები და შოთა ნიშნიანიძის ერთი ლექსი. წიგნში აღწერილია მოგონებები, როგორ დაიწყო დაძაბულობა და რა ხდებოდა. ვიხსენებ, როგორი ურთიერთობა გვქონდა ქართველებსა და ოსებს".

ნელი ბაბუციძე იხსენებს, რომ ცხინვალიში, რუსულ სკოლაში მუშაობის დროს ოს მასწავლებლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. სწორედ ერთ-ერთი ოსი მეგობრის წყალობით მოახერხა ცხინვალიდან წიგნების წამოღება.

“ 29 წლის წინ წამოვედი ცხინვალიდან და ჩემი სახლი გაიძარცვა. იქ დარჩენილმა ოსმა მეგობარმა დაახლოებით ერთი წლის შემდეგ შემომითვალა, რომ შენს სახლში ვიყავიო და წიგნები გადაგირჩინეო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. შევთანხმდით შეხვედრის დროზე, შედარებით მშვიდი ვითარება იყო ერთი წლის შემდეგ, აღარავინ ისროდა. მე ჩავედი ცხინვალში და წამოვიღე ჩემი წიგნები. რაც ცხივალიდან წამოვიღე და დღემდე შემომრჩა, სწორედ ეს წიგნებია. არასოდეს დამავიწყდება, რომ ამაში ჩემო ოსი მეგობარი დამეხმარა“,  - იხსენებს ნელი ბაბუციძე.

ნელი ბაბუციძე იმ პერიოდსაც იხსენებს, როცა ცხინვალის დაწესებულებებში ქართული ენა სავალდებულო გახდა. ამბობს, რომ ოსი მოსწავლეების უმეტესობამ ქართული ენის სწავლა არჩია.

“ისეთ პერიოდში მომიწია რუსულ სკოლაში მუშაობა, როცა ქართული ენის პროექტი შემუშავდა და სავალდებულო ხდებოდა ქართულ ენაზე დაწესებულებებში ყოველგვარი დოკუმენტაციის წარმოება. მაშინ არავითარი აგრესია არ შეინიშნებოდა ამ გადაწყვეტილების მიმართ. მეგონა რომ ოსების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება ექნებოდა ამ გადაწყვეტილბას, რადგან რუსულისკენ უფრო იხრებოდენენ მაშინ, მაგრამ სრულიად სხვანაირად მოხდა. 42 მოსწავლიდან, 35-მა ქართული ენის სწავლა არჩია.“

ნელი ბაბუციძე წიგნის პრეზენტაციას მარტში გეგმავს. ამბობს, რომ წიგნში ცხინვალის გარდა, მცირე ნაწილი ლიახვის ხეობასაც მიუძღვნა.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი