რატომ დარჩა 2018 წლის ბიუჯეტში გაუხარჯავი თანხები - ფინანსისტის შეფასება

თებერვალი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიას 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხები გაუხარჯავი დარჩა. ნაშთის სახით არსებული 4 მლნ 270 ათას 167 ლარიდან 2 მლნ-ზე მეტი სხვადასხვა მუხლიდან მორჩენილი თანხაა. გორელი ფინანსისტი, თამარ ედიშერაშვილი 2018 წლის ბიუჯეტის შესრულებას აფასებს და ფიქრობს, რომ დოკუმენტის ზედაპირული გადახედვისას ბიუჯეტის არაეფექტური დაგეგმვა და შემდეგ მისი ხარჯვა სახეზეა.

რაც ემპირიულად ჩანს, ძირითადი მოვალეობა რაც არის -შეუსრულებელია. ამის ფონზე უხერხულია, როცა გაცემულია პრემიები 180 000 ლარის ოდენობით. რაც ავალიათ,ხელფასს უნდა იღებდნენ მის შესასრულებლად, პრემია კი გადაჭარბებით ან მინიმუმ წარმატებით შესრულების პირობებში გაიცემა. ამიტომ ეს პრემია დაუმსახურებლად მიმაჩნია, თუმცა წინა წლებთან შედარებით, უფრო მოკრძალებულად გამოიყურება.

ხარჯების გეგმის შეუსრულებლობა კიდევ უფრო ამძიმებს შტატგარეშე მოსამსახურეების დაფინანსების მიზნობრიობას. მათზე გადახდილი 233 000 ლარი ასევე უხერხულად გამოიყურება შეუსრულებელი ვალდებულებების ფონზე. საინტერესოა წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების და სასამართლოების მიერ დაკისრებული 556 000 ლარის წარმომავლობა. წაგებული საქმეები მერიის დაბალკვალიფიციურობაზე მეტყველებს. თუ არის დადგენილი რომელი საჯარო მოხელის "დამსახურებით" მიიღო ზარალი ბიუჯეტმა და რა რეაგირება მოჰყვა ადმინისტრაციის მხრიდან - კარგი იქნება.

საინტერესოა ასევე სოციალურ სფეროში ასათვისებელი თანხები, რის გამო ვერ მოხდა ათვისება, ინფორმაციის ნაკლებობის გამო? ძნელია ჰიპოთეტურადაც კი დავუშვათ, რომ სიღარიბე და გაჭირვებული ადამიანების რაოდენობა შემცირდა.

შესწავლის საგანია განათლების სფეროში სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს შტატები და ბიუჯეტი, ასევე კულტურის და სპორტის სფეროს 5 მილიონზე მეტი ბიუჯეტი ,რა შედეგებია ასეთი სოლიდური დაფინანსებით დარგების განვითარების მიმართულებით.

ასე რომ საერთო ჯამში 91 %, ანუ დარგების ურთიერთგადაფარვით მიღებული პროცენტი ვერ ამცირებს ინფრასტრუქტურული პროექტების 87%-ით და "ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერების ხელშეწყობის" პროგრამის 35% - ით და ა. შ. შესრულებას", - ამბობს თამარ ედიშერაშვილი.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი