ლიახვის ხეობიდან დევნილი ვარა კასრაძე დღეს 100 წლის გახდა

თებერვალი 14 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ვარა კასრაძე-ხაჭაპურიძეს დღეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. შვილიშვილების თქმით, სპეციალურად 14 თებერვლისთვის თეთრი ფერის ტორტი შეუკვეთეს, როგორც ასაკის სიმბოლო, რომელსაც წარწერა „100” ექნება.

„ბებიას ხომ უკვე თითქმის ნახევარი საუკუნია, თმა გაუთეთრდა. კარგ ქართლურ ღვინის ბოცას თავს მოვხსნით, სამწუხაროდ მშობლიურ ქურთაში არა, უკვე – კოდაში ან გორთან ახლო მდებარე სოფელ ახრისში დაყენებულს და იუბილარს კიდევ დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ“, - ამბობენ მისი შთამომავლები.

უხუცესი ქალის ისტორია ჟურნალში „ლიახვვის ხეობა“ დაიბეჭდა, სადაც წერია, რომ ის ლიახვის ხეობიდან დევნილებს შორის ყველაზე უფროსი ასაკის ადამიანია. 74 წელი სოფელ ქურთაში გაატარა. ლიახვის ხეობაში ცალკე ცხოვრობდა, ახლა კი საკუთარი საცხოვრისი ჯერ კიდევ არ მიუღია.

ვარა კასრაძე გორის რაიონის სოფელ ერგნეთში დაიბადა, როგორც თავად ამბობს - ძლიერ ოჯახში. სკოლაში კარგად სწავლობდა, თუმცა სწავლა ვერ გაგრძელა:

“დედ-მამას ოთხი შვილი ვყავდით. მე ცხინვალის სკოლაში იმ დროს ვსწავლობდი, როცა მას, მკაცრი და სამართლიანი ვახტანგ კასრაძე დირექტორობდა და ალბათ მიხვდებით, თუ ბავშვი არ იმეცადინებდა, ის იმ სკოლის მოსწავლე ვერ იქნებოდა. ჰოდა, მეც ვსწავლობდი, თუმცა ჩვენი ძმა ყველას გვჯობნიდა. ბატონმა ვახტანგმა ერთხელ ასე წამახალისა კიდეც:`ჩემი გვარისა ხარ და ვიცი, მომავალში მასახელებო... მერე სოფლის სკოლაში გადავინაცვლე და იმ შემართებით სწავლას გული ვეღარ დავუდე. სამაგიეროდ, ჩვენმა ძმამ გვასახელა – თავისი მუყაითი შრომით, ის, წლების განმავლობაში, განათლების სამინისტროში მუშაობდა. მე კი, 16 წლისა უკვე ოჯახს მოვეკიდე”, - იხსენებს იუბილარი მოხუცი.

VERAAAA 11000 WWLIIISSSS


100 წლის ქალი ამბობს, რომ იმ პერიოდში, ოჯახისადმი სხვა დამოკიდებულება არსებობდა. თითქმის მთელი ჯაფა ქალს ადგებოდა და სწავლა-განათლებისთვის დროის გამოყოფა თითქმის შეუძლებელი იყო.

„კარგი ოჯახიც კარგია და კარგი სწავლაც. ორივეს ერთად რა სჯობს, მაგრამ სოფელში რომ ქალი გათხოვდება და შვილი შეეძინება, ის წიგნის წასაკითხად ვეღარ მოიცლის. რადგანაც ვერც მე მოვიცალე წიგნისთვის, ჩემ შვილებს შევაყვარე. ძალიან მეამაყება, რომ ექვსივეს უმაღლესი განათლება მივაღებინე“, - ამბობს ვარა კასრაძე.

პირველი შვილი 1941 წწლის თებერვალში შეეძინა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კიდევ სამი ქალიშვილი. გარდა ამისა, ვარა კასრაძე სოფლის მეურნეობას და მესაქონლეობასაც მისდევდა და ოჯახს მეუღლესთან ერთად არჩენდა.

„ჯერ ჩემ მეუღლემ დამწყვიტა გული. შალიკო, დიდი ხანია, რაც იმქვეყნად წავიდა, მერე უარესი გადამხდა – შვილი და შვილიშვილების ტრაგედია. ძალიან განვიცდი, მაგრამ სიცოცხლე და სიკვდილი ღმერთის ნებაა და მე, ღმერთმა მამაჩემივით ამდენხანს მაცოცხლა”

ოჯახის წევრების განმარტებით, ვარა კასრაძე 2008 წლამდე, ანუ 90 წლის ასაკამდე, თავს კარგად გრძნობდა. ლიახვის ხეობიდან იგი, მარიამობის წინა დღეს, "წითელმა ჯვარმა" გამოიყვანა. როგორც ასაკიანს, ომის შემდეგაც არ უჭირდა გადაადგილება. ლოგინს კი, 5 თვის წინ, ქვემო კიდურის მოტეხილობის შემდეგ მიეჯაჭვა და უკვე რამდენჯერმე მოხვდა საავადმყოფოში. შვილებს მონაცვლეობით მიყავთ. დღის განმავლობაში, ძირითადად ტელევიზორს უყურებს, თვალს ადევნებს პოლიტიკურ პროცესებს. სრულ გონებაზეა და ამ დროისთვის მხოლოდ ერთი სურვილიღა აქვს - მშობლიურ მხარეში დაბრუნებაზე რამე საიმედო შეიტყოს.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი