მკერავი ქალები "ქართლიდან" - ლიას და ლეილას ისტორია

მარტი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ყოფილი სასტუმროს "ქართლი" პირველ სართულზე, უკვე წლებია, სამკერვალო ფუნქციონირებს - აქ ერთმანეთზე მიდგმულ მაგიდებთან ყოველდღიურად რამდენიმე მკერავი მუშაობს. 

სამკერვალო სივრცე ორ ოთახშია მოწყობილი. შესვლისთანავე თვალში  ძველი უთო, შეშის ღუმელი და მაგიდაზე გაშლილი ძაფის გორგლები მოგხვდებათ. 

mkeravi qalebi gori da sastumro qartli

ერთ-ერთი, ვინც ამ სამკერვალოში წლებია მუშაობს, 53 წლის ლია ბზიშვილია. ის 32 წელია კერავს. ლია პროფესიით ექთანია. კერვა ბავშვობიდან უყვარს და მისი პროფესიულ დონეზე შესწავლა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა. 

" ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია. როდესაც სწავლას დავამთავრე, დედას ვთხოვე ჭრა- კერვა შეესწავლა ჩემთვის. ძალიან მიყვარდა კერვა, ბავშვობიდან ვკერავდი. პირველად საქორწინო კაბების კერვა დავიწყე", - იხსენებს ლია. 

mkeravi qalebi gori da sastumro qartli 3

ის ახლა ტანსაცმელს იშვიათად კერავს, სამაგიეროდ მუშაობს ტყავზე და მსურველებს ძველი ტანსაცმლის გაახლებაში ეხმარება. 

"ახლა ძირითადად გადაკეთებაზე ვმუშაობ. ელვა შესაკრავების შეცვლა, ტყავზე მუშაობა, შარვლის, პიჯაკის გადაკეთება და ასე შემდეგ, - ესაა ჩემი ძირითადი საქმე.  ჩემი ძირითადი შემოსავლის წყარო ჩემი ხელობაა. დღიური გამომუშავება სხვადასხვანაირია, 10, 15,20 ლარი. შეიძლება ესეც არ იყოს. არის დღეები, როდესაც ნისიად ვაკეთებ და თვეობით არ მოაქვთ. შრომატევადი და დამღლელია, მაგრამ ადრეული ასაკიდან მიყვარს ეს საქმე და სიყვარულით ვაკეთებ", - ამბობს ლია.

მის გვერდით იგივე საქმეს ლეილა აკეთებს. ის მკერავად 1977 წლიდან მუშაობს. ამბობს, რომ თავის დროზე,  ეკონომიკური გაჭირვების გამო, იძულებული გახდა სწავლაზე უარი ეთქვა და ხელსაქმით ერჩინა ოჯახი. 

mkeravi qalebi gori da sastumro qartli 4

"ჩემ დროს, უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, სტაჟი იყო საჭირო და გადავწყვიტე, კერვა მესწავლა - თან ხელსაქმეს შევისწავლიდი, თან სტაჟს მივიღებდი. ოჯახური მდგომარეობის გამო, დავრჩი აქ. ოჯახს ფინანსურად სჭირდებოდა ჩემი დახმარება. უმაღლესი განათლება ვეღარ მივიღე. "ქართლის" შენობაში, 42 წელია, მკერავად ვმუშაობა. ვკერავდი კაბებს, ქურთუკებს, პიჯაკებს. ოჯახის წევრებს ვუკერავდი ხოლმე. ახლა დრო არ მაქვს და იშვიათად ვკერავ მათთვის. პირველად მახსოვს პალტო შევკერე, მთელი ღამე არ მეძინა ნერვიულობით. ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო".

მიუხედავად იმისა, რომ ლიას და ლეილას ხალხთან ურთიერთობა ყოველდღიურად უწევთ, ამბობენ, რომ ეს მათი საქმის მაინც ყველაზე რთული ნაწილია. 

მათივე სიტყვებით, "ხალხთან ურთიერთობა რთულია, მათი საჭიროებები სწორად უნდა გაიგო და დააკმაყოფილო, რასაც კერვის გარდა, სხვა უნარების ქონაც სჭირდება". 

 

 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი