რა მოხდა ხურვალეთში - სრული ინფორმაცია

მარტი 15 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"გადავარჩინოთ ხურვალეთი", - ეს იყო იმ აქციის სახელი, რომელიც დღეს სოფელ ხურვალეთში დაანონსდა. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელში რუსი ჯარისკაცები შევიდნენ. რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას. 

სოციალურ ქსელში ლუდა სალიას მიერ, რომელიც ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელია, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ჯარისკაცები სოფელში შევიდნენ.

"SOS ვითხოვთ შველას! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს.მოგვხედეთ, გვიშველეთ.!ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან. მოსახლეების ეზოებში", - დაწერა სალიამ სოციალურ ქსელში.

ludas bombi sqrini

ამის შემდეგ, ადგილზე ჩავიდნენ სამოქალაქო აქტივისტები. მათ შორის გიგა მაქარაშვილი, რომელმაც ფეიბუქ ლაივი ჩართო და საზოგადოებას სოფელში ჩასვლისკენ მოუწოდა.

"მე ვარ აქ და ყველას გთხოვთ ჩამოხვიდეთ ხურვალეთში. ჩვენ უნდა დავიცვათ ეს სოფელი", - ამბობდა მაქარაშვილი ვიდეო მიმართვაში.

ამავე თემაზე: რუსი ჯარისკაცების გამოჩენის საპასუხოდ, ხურვალეთში მოქალაქეები იკრიბებიან

ამის შემდეგ, საზოგადოების ნაწილმა ხურვალეთში ჩასვლა გადაწყვიტა, თუმცა პოლიციამ შესავლელი ჩაკეტა და გადაადგილება შეზღუდა. სამართალდამცველები სოფელში შესვლის საშუალებას არც ჟურნალსიტებს აძლევდნენ. მოქალაქეთა რაოდენობა კი ეტაპობრივად იზრდებოდა.

ამავე თემაზე: პოლიცია მოქალაქეებს სოფელ ხურვალეთში არ უშვებს

ამის პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა კომენტარი და თქვა:

"ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე."

ამავე თემაზე: სუს-ი ხურვალეთთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს 

მსგავსი შინაარსის კომენტარი გაკეთდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდანაც. UEMM-ის განცხადებაში ნათქვამი იყო:

"ბორდერიზაციის კუთხით ახალი მოქმედებები არ შეიმჩნევა. არც ინციდენტი დაგვიფიქსირებია."

ამავე თემაზე: EUMM: ხურვალეთში ბორდერიზაციის კუთხით ახალი მოქმედებები არ შეიმჩნევა

ამ განცხადებების პარალელურად, ხურვალეთთან მყოფი მოქალაქეები სოფელში შესვლას ითხოვდნენ. მათ სურდათ, საკუთარი თვალით ენახათ, რომ სოფელში სიტუაცია სტაბილური იყო. იგივე მოთხოვნა ჰქონდათ ჟურნალისტებსაც, თუმცა პოლიცია მათ ეუბნებოდათ, რომ მიღებული ბრძანების შესაამისად, სოფელში არავის შეშვება არ შეეძლოთ.

ამავე თემაზე: ხურვალეთთან ვითარება დაიძაბა - მოქალაქეები სოფელში შესვლას ცდილობენ

ამ საკითხთან დაკავშრებით რადიო "მოზაიკა" შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ არ იყო შესაძლებელი, რომ ჟურნალისტები პოლიციის თანხლებით შესულიყვნენ სოფელში და იქ არსებული ვითარება ენახათ. შსს-ს წარმომადეგენლმა სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვერავის შეუშვებდნენ სოფელში, თუმცა სატელეფონო საუბრიდან 15 წუთში, პოლიციამ ჟურნალისტებს სოფელში შეყვანა შესთავაზა.

ამავე თემაზე: ჟურნალისტები სოფელ ხურვალეთში პოლიციის თანხლებით შევლენ

ჟურნალისტები იმ ადგილზე მივიდნენ, სადაც დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დილით რუსი ჯარისკაცები იდგენ. საღამოს 18:00 საათისთვის რუს სამხედროებს აღნიშნული ტერიტორია უკვე დატოვებული ჰქონდათ. 

ამავე თემაზე: რა ვითარებაა ხურვალეთში - ადგილობრივების კომენტარები

ამასთან დაკავშირებით კომენტარი სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშილმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისა ან დამატებითი ბარიკადების მშნებელობის ფაქტი არ დაფიქსირებულა

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი