გორის საკრებულოს 23 წევრის 3 თვის ხარჯები 19 920 ლარით ანაზღაურდა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იანვრიდან მარტამდე, არათანამდებობის პირების ანაზღაურებაში 19 920 ლარი დაიხარჯა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ამ დროისთვის 23 წევრი 400-ლარიან ანაზღაურებას იღებს. მათ ეს თანხა საკუთარი უფლება-მოსილების შესრულებისთვის ეძლევათ. 

"უმრავლესობას ტრანსპორტი არ ჰყავს. დადიან სოფლიდან და ამ თანხის ძირითადად ნაწილს ალბათ გზაში ხარჯავენ. გარდა ამისა, ზოგს საკანცელარიო ნივთები სჭირდებათ. მოკლედ, ეს თანხა ამ ადამიანებს ეძლევათ იმისთვის, რომ დაესწრნონ საკრებულოს სხდომებს, ბიუროს სხდომებს, შეხვდნენ მოსახლეობას და საკუთარი უფლება-მოსილება შეასრულონ", - უთხრა რადიო 'მოზაიკას" გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ.

საკრებულოს ცნობით, ბოლო სამი თვის მონაცემებით, 6 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც სხდომებზე არ დასწრების გამო, 400 ლარიანი ხარჯი სრულად არ გაიცა. 

 

ინფორმაციისთვის:

ხარჯი, რომელიც საკრებულოს რიგით წევრებზე უფლებამოსილების განხორციელებისთვის გაიცემა თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი დადგენილებით რეგულირდება.

გორის შემთხვევაში,  ეს თანხა 400 ლარით განისაზღვრება.

მოზაიკა - საკრებულოს წევრები - ხარჯი - 400 ლარი

დოკუმენტის მიხედვით,  აღნიშნული ანაზღაურება საკრებულოს წევრს მიეცემა:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით.

ბ) საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობისთვის რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით.

გ) ყოველი თვის (20 რიცხვიდან მომდევნო თვის 20 რიცხვამდე) განმავლობაში, ამომრჩევლებთან არანაკლებ სამი შეხვედრისათვის, საიდანაც არანაკლებ ორი შევედრა უნდა დასტურდებოდეს საკრებულოს წევრის მოხსენებითი ბარათით და არანაკლებ ერთი შეხვედრა - შესაბამისი აქტით (არანაკლებ სამი ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული აქტი).

 

 


პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 
Read 449 times Last modified on მარტი 25 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი