Print this page

9 აპრილის მნიშვნელობა - გორის დემოკრატიის სკოლამ მემორიალთან დისკუსია მოაწყო

აპრილი 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დემოკრატიის სკოლის მსმენელებმა და კურსდამთავრებულებმა გორში 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკეს. 

დიმა თინიკაშვილი 9 აპრილის მემორიალთან ოჯახთან ერთად მივიდა. მისი თქმით, ბავშვებმა პატარა ასაკიდან უნდა იცოდნენ თავისუფლების მნიშვნელობა.

მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. მეუღლესთან და ორი მცირეწლოვან შვილთან ერთად მოვედი. შვილებს პატარა ასაკიდან ვეუბნები, რომ როდესაც ადამიანს გინდა თავისუფლება, უნდა მიაღწიო და ეს დღე სწორედ თავისუფლებას ემსახურება“, - თქვა დიმა თინიკაშვილმა

გიორგი ოგანესიანისთვის 9 აპრილი ქართველი ერის ერთობის დღეა. ამბობს, რომ მოსახლეობის გაერთიანებამ საბჭოთა რეჟიმის დამარცხება გამოიწვია.

“თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ -ერთი მნიშვნელოვანი დღეა 9 აპრილი, რადგან ერის კონსოლიდაცია, გაერთიანება შედგა ერთი მთავარი ღირებულებების მიმართ, როგორიცაა თავისუფლება და ლოგიკური იყო სისხლიანი რეჟიმის სისხლიანი დასასრული“, - ამბობს გიორგი ოგანესიანი

9 აპრილის მემორიალთან დემოკრატიის სკოლის მსმენელებმა და კურსდამთავრებულებმა დისკუსიაც გამართეს. 

“დემოკრატიის სკოლის მსმენელებმა სურვილი გამოთქვეს, რომ სიმბოლურად აღენიშნათ დღევანდელი დღე მემორიალთან. აქვე გავმართეთ დისკუსია 9 აპრილის მნიშვნელობაზე, როგორ უნდა აღინიშნებოდეს და რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს ამ ადამიანების უკვდავსაყოფად“, - აღნიშნა ზაზა ჭიპაშვილმა.

რა შედეგები მოუტანა ქვეყანას 9 აპრილმა - ამ თემაზე დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები და მსმენელები ასევე ახალგაზრდებსაც ესაუბრნენ.