ბოლო ოთხ თვეში , გორის საკრებულოს 20 წევრს არცერთი ინიციატივა არ გაუჟღერებია

აპრილი 26 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მიმდინარე წელს გორის საკრებულოში 61 ინიციატივაა შესული. ექვსი ინიციატივით, ყველაზე აქტიური, საკრებულოს წევრი თამარ მურალოვაა. მარლნ ნადირაძეს, მურაზ ყაჯრიშვილის, ივანე კორინთელს და მიხეილ ვახტანგაშვილს აღნიშნულ პერიოდში ხუთ - ხუთი საკითხი აქვთ დაყენებული.

დავით გუდაძეს, ირაკლი ჯალაბაძეს, ირმა ამბარდნიშვილს, ხვიჩა ხიხალიშვილს და პაპუნა კობერიძეს კი მხოლოდ თითო - თითო ინიციატივა აქვთ გაჟღერებული.

საკრებულოს წევრების ინიციატივები, ძირითადად, სოფლებში სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემას, გარე განათებას, სპორტული მოედნების და გზების რეაბილიტაციის საკითხებს ეხება.

რადიო მოზაიკა გთავაზობთ ინიციატივების ჩამონათვალს მათი ავტორების მითითებით:

დავით რაზმაძე - სოფელ ატენის სამუსიკო სკოლის რემონტი, საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობა. ქვემო ნიქოზში ბაზასთან მისასვლელი გზის 1170 მეტრი გზის მოასფალტება.

მარლენ ნადირაძე - გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, გრუნტის წყლების განმტვირთველი სადრენაჟო სისტემის მოწყობა; იგივე დასახლებაში ეზოებისა და ქუჩების დამაკავშირებელი საკანალიზაციო სისტემის კაპიტალური შეკეთება; ტინისხიდში სარწყავი არხის გამაგრება და გაწმენდა; სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია; სოფლის სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და სასაფლაოს შემოღობვა.

კობა ბერიანიძე - სოფელ ზეღდულეთში სტადიონის და საჭიდაო მოედნის მოწყობა; სოფელ სობისში გარე განათების და რიტუალების სახლის მოწყობა; სოფელ კირბალში საბავშვო ბაღის გახსნა; ზეღდულეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ყველა სოფელში სარწყავი არხების გასუფთავება.

მიხეილ გოგინაშვილი - სოფელ წითელუბანში სტადიონის, კლუბის შენობის რეაბილიტაცია და სპორტული ინვენტარით აღჭურვა; სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ - მუზეუმიდან რკინიგზის სადგურამდე ასფალტის დაგება; გორში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია, ასევე მცირე ზომის სანაგვე ყუთების განთავსება.

თამარ მურალოვა - სოფლებში: ქიწნისი, შერთული, ძევერა სასმელი წყლის რეაბილიტაცია; იგივე სოფლებში გზის რეაბილიტაცია. ყველა სოფლის შესასვლელში სოფლის სახელწოდების აღმნიშვნელი აბრის განთავსება; სოფლებში ეგრეთ წოდებული „მწოლიარე პოლიციელების“ განთავსება; მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე „ჭკვიანი კამერების“ დამონტაჟება;

აღნიშნული ინიციატივებიდან ზოგიერთმა მხარდაჭერა მოიპოვა, მათ შორისაა, ვირუსული C ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების, ერთჯერადი სადიაგნოსტიკო კვლევის თანადაფინანსება.

დავით გუდაძე - გორში საკანალიზაციო სისტემის გაწმენდითი სამუშაოების შესასრულებლად სპეციალური ტექნიკის შეძენა.

ზურაბ ყაჯრიშვილი - შინდისში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობა; სოფელ ფხვენისში სასმელი წყლის ქსელის მოწყობა, სპორტული მოედნის გაკეთება; სოფელ ქვემო ხვითში სარწყავი წყლის დეფიციტის მოსაგვარებლად წყლის საცავის მოწყობა.

მერაბ მელანაშვილი - ნიქოზის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სპორტული მოედნების მოწყობა, შიდა გზების და სავარგულებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია; რკინიგზის სადგურის რეაბილიტაცია; სოფელ ზემო ნიქოზში შიდა სარწყავი არხების გაწმენდა.

ივანე კორინთელმა, მიხეილ ვახტანგაშვილმა - სოფელ ტყვიავში გარკვეულ უბნებში სასმელი წყლის მოგვარება და გამრიცხველიანება; გარე განათების მოწყობა; სასაფლაოსკენ მისასვლელი გზის მოასფალტება; ფლავში გარე განათების მოწყობა, სოფლის ცენტრში სკვერის მოწყობა, ტირიფონის არხზე საცალფეხო ხიდის გაკეთება. ფლავისმანში სოფლის ცენტრში სკვერის და მინი სტადიონის მოწყობა, სასმელი წყლის ჭაბურღილის ამოსუფთავება. მარანაში გარე განათების მოწესრიგება, სკვერის და მინი სტადიონის მოწყობა მოითხოვეს

ირაკლი ჯალაბაძე - დიცში გზის სრული რეაბილიტაცია.

ირმა ამბარდნიშვილი - საჯარო სკოლებში შეიქმნას სამოქალაქო თავდაცვის და უსაფრთხოების კაბინეტები.

ზაქარია მებადური - ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული მრავალწლოვანი ხეების გადაბელვა. აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურის შენობა,რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა, ქალაქგარეთ გადატანა

ჯემიკო დუდაშვილი - წითელუბანში სასმელი წყლის და სარწყავი წყლის მოწესრიგება, დამატებით სასმელი წყლის ერთი ჭაბურღილის მოწყობა.

ხვიჩა ხიხალიშვილი - შინდისის გზატკეცილზე რამოდენიმე კორპუსის წინ სპორტული მოედნის მოწყობა.

ნანა ედიშერაშვილი - კვერნაკის დასახლებაში ქუჩების და ტროტუარების რეაბილიტაცია, საკანალიზაციო სისტემის გამართვა.

მურაზი ღოლიჯაშვილი - კარალეთში სოფლის ცენტრში არსებული სკვერის კეთილმოწყობა, სასაფლაოსკენ მისასვლელი გზის მოხრეშვა. პატარა გარეჯვარში გზის რეაბილიტაცია, კარალეთის დევნილთა დასახლებაში სასმელი წყლის მიწოდების მოწესრიგება.

ექა ქორჩილავა, ვასილისა ჯაბახიძე - „ლომჭაბუკის“ მიმდებარე სკვერისა და ქუჩისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭება; ვოლოგდის დასახლებაში მინი სტადიონის მოწესრიგება; მუნიციპალიტეტის ბალანსზე უფასო სასადილოს მოწყობა.

პაპუნა კობერიძე - სოფელ ქერეში საბავშვო ბაღის გახსნა.

აღსანიშნავია, რომ გორის საკრებულოში სულ 40 წევრია. ორმოცი დეპუტატიდან ოც მათგანს, როგორც საჯარო ინფორმაციიდან მიღებული დოკუმენტით ირკვევა, ბოლო ოთხ თვეში არცერთი ინიციატივა არ გაუჟღერებია.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი