ჩატარებული 5 კომისიის სხდომა - რა საკითხებზე შეთანხმდნენ დეპუტატები

მაისი 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი კომისიის სხდომა გაიმართა, რადიო “მოზაიკა“ გთავაზობთ სესიების მოკლე მიმოხილვას.

ჯანდაცვის , განათლების, სპორტის, კულტირის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა:

სხდომაზე გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვილილების შეტანაზე იმსჯელეს. 

ამავე თემაზე: გორის მუნიციპალიტეტი C ჰეპატიტის გამოვლენის ახალ კამპანიაში ჩაერთვება

კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კლუბ გორის 2018 წლის ანგარიში მოისმინეს და დადებითი შეფასება მისცეს. სხდომაზე გია იისიანმა საკრებულოს წევრებს ინიციატივით მიმართა. სააგენტოს ხელმძღვანელმა, გორის საფეხბურთო სტადიონებზე კამერების დამონტაჟება და წარმატებული ფეხბურთელებისთვის 50 ლარიანი სტიპენდიის დანიშვნა ითხოვა.

ამავე თემაზე : გორის საფეხბურთო კლუბი სტადიონებზე ვიდეო-კონტროლს ითხოვს

 

ამავე თემაზე: გორში წარმატებულ ფეხბურთელებს შესაძლოა 50-ლარიანი სტიპენდია დაუნიშნონ

ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის სხდომა:

სხდომის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების დროებით გასხვისებას, რომელიც ვერხვების დასახლებაში მდგებარეობს. აღნიშნულ საკითხს დეპუტატების ურავლესობამ მხარი არ დაუჭირა, მათ  აქვთ კითხვები და მეტ გამჭვირვალობას ითხოვენ

“ეს ობიექტი უნდა შეტანილიყო საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხაში. დეპუტატებისთვის გარკვეული საკითხები აღმოჩნდა მიუღებელი და მიეცა უარყოფითი დასკვნა. ეს ტერიტორია რომ გაიყიდოს,  უკანა მხარეს მისასვლელი გზა აღარ იქნება.“, - აღნიშნა მერაბ მელანაშვილმა

სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა:

სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი საფინანსოდან ზედამხედველობის სამსახურში მესამე რანგის სპეციალისტის გადაყვანას ითხოვს, რაც დამატებით ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში 1200 ლარის გაცემას გულისხმობს

ამავე თემაზე: გორის მერიის ზედამხედველობის სამსახური კიდევ ერთ თანამშრომელს დაიმატებ

გორელი პარლამენტარების განცხადებები, ქალების ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით, გორის საკრებულოს კომისიის სხომაზე განიხილეს. საკრებულოს დეპუტატის ირმა ამბარდნიშვილის აზრით, გენდერული ბალანსი ამ საკიხსაც უნდა ეხებოდეს და ქალები, ფიზიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე, ისევე უნდა მსახურობდნენ ჯარში, როგორც კაცები. განსხვავებული პოზიცია აქვს “ქართული ოცნების“ დეპუტატს, ლია ჩლაჩიძეს. მისი თქმით, იმ ფონზე, როცა კაცები “გირჩის“ საბუთის მეშვეობით ჯარს თავს არიდებენ, ქალებისთვის ჯარში გაწვევის ვალდებულება, დისკრიმინაციაა.

 

 

 პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი