Print this page

დეპუტატის ინიციატივები, რომლებიც 2019 წლის შესრულების გეგმაში აღმოჩნდა

მაისი 10 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში საბავშვო ბაღის აშენება და დასახლებისთვის მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. საკრებულოს შემდეგ სხდომაზე გაირკვა, რომ აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად თანხა 2019 წლის ბიუჯეტში გაწერილი იყო.

გორის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე "შენების მოძრაობის" წარმომადგენელმა თავმჯდომარეს ის საკითხები შეახსენა, რომელიც მან წინა საკრებულოზე დააყენა. პაპუნა კობერიძემ სოფელ ქერესთვის მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭება და საბავშვო ბაღის აშენება მოითხოვა. კობერიძეს ერთი თვის შემდეგ უთხრეს, რომ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად თანხები ბიუჯეტში წლის დასაწყისშივე იყო გაწერილი.

“საკრებულოს სხდომაზე დავაყენე ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოფელ ქერესთვის მიენიჭებინათ მაღალმთიანი სოფლის სტატუსი. ამავე სოფელს უნდა საბავშვო ბაღის გაკეთება. დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს საკითხები პროექტში ზის , რაც არც მე ვიცი და არც მოსახლეობამ. ჩემი პროტესტი გამოიწვია რეპლიკამ, რომ ეს ინფორმაცია, რაც მე გავაჟღერე, არასწორია“, - ამბობს პაპუნა კობერიძე.

კობერიძის შენიშვნას საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ უპასუხა. თავმჯდომარის თქმით, პრობლემა არ არსებობს და შესაბამისად არც ინიციატივის დაყენების საჭროება დგას.

“საკითხი, რომელიც პაპუნამ დააყენა, წლის დასაწყისიდან დევს ბიუჯეტში. გასულ სხდომაზე არ მომეცა საშუალება ამის თქმის“, - აღნიშნა დავით რაზმაძემ.

გორის მუნიციპალიტეტის ​სოფელ ქერეს მოსახლეობა მაღალმთიანი სოფლის სტატუსის დიდი ხანია ითხოვს. „მაღალმთიანი რეგონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1 500 მეტრ სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.