მოუწესრიგებელი გზები - ტყვიაველების პრობლემა და ადგილობრივი ხელისუფლების პასუხი

მაისი 10 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მოსაწესრიგებელი გზები და გარეგანათების სისტემები - სოფელ ტყვიავში ამ პრობლემების მოგვარებას დიდი ხანია ითხოვენ

საუბნო გზები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში დიდი ხანია მოსაწესრიგებელია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ყოველი წვიმის შემდეგ გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. გზების შეკეთება ტყვიაველებმა არაერთხელ მოითხოვეს.

“რაც მთავარ გზასთანაა ახლოს, იმ ქუჩებში შედარებით ნორმალური სიტუაციაა, მაგრამ დანარჩენ უბნებში საშინელი გზებია. წვიმის დროს განსაკუთრებით რთული სიტუაციაა ხოლმე. ტალახია და ბავშვებს საბავშვო ბაღში და სკოლაში წასვლა უჭირთ“, - ამბობს ტყვიავში მცხოვრები თამარ მუჩაიძე.

ტყვიაველების კიდევ ერთი გასაჭირი სოფლის გარეგანათებაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცალკეულ უბნებში განათების სისტემები დასამონტაჟებელია.

“ბევრ უბანში განათებაც არ არის, მარტო იმ ადგილებშია, სადაც სამანქანო გზაა. ბავშვები გყვავს და ღამის საათებში გადაადგილების გვეშინია“.

ტყვიავის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი მერიაში, ზაზა კორინთელი ამბობს, რომ სოფელში არც გზის პრობლემაა და არც გარეგანათების. მისი თქმით, მოუწესრიგებელ ქუჩებზე ხრეშის დაყრა წელს ეტაპობრივად მოხდება. 

“ ჩვენ გზების მოხრეშვას ყოველ წელს ვახორციელებთ, გარეგანათებებიც არის სოფელში. ახლაც ვგეგმავთ დარჩენილ უბნებში გზების მოწესრიგებას. ამინდზე ვართ დამოკიდებულები, დილასაც ვნახეთ ეგ ქუჩები, გავზომეთ, ვნახეთ რა მონაკვეთებია დარჩენილი და მაგასაც მივხედავთ“, - გვითხრა ზაზა კორინთელმა. 

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სოფელში წლის ბოლომდე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც განხორციელდება.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი