სტუდენტური სამუშაოების დეფიციტი გორში

მაისი 29 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორელი სტუდენტები დასაქმების პრობლემაზე საუბრობენ. მათი თქმით, გორში სწავლასთან შეთავსებით სამსახურის პოვნა უჭირთ.

სტუდენტთა დასაქმების პროგრამებთან დაკავშირებით რადიო „მოზაიკა“ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს ესაუბრა. მათი უმრაველესობა მიიჩნევს, რომ უმაღლეს სასწაველბელს უნდა ჰქონდეს პროგრამები, რომლებიც შემდგომში სტუდენტის დასაქმებას შეუწყობს ხელს.

“სტუდენტისთვის სამსახურის დაწყება ძალიან რთულია. გრაფიკი არ არის მორგებული ჩვენზე და თუ არის, ანაზღაურებაა ისეთი დაბალი, რომ არ გიღირს. სხვა ქვეყნებში სტუდენტები შაბათ-კვირას მუშაოებენ. სამწუხაროდ, საქართველოში ეს კულტურა არ არის", - ამბობს ქეთი ბერიანიძე. 

მისი თქმით, უნდა არსებობდეს პროგრამები, რომლებიც სტუდენტის პროფესიულ განვითარებაზე იქნება  ორიენტირებული.

"უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს სტაჟირების პროგრამა. სტუდენტს, რომელიც სწავლას ამთავრებს, აღარ უნდა ჭირდებოდეს სტაჟირების გავლა, სანამ სამსახურს დაიწყებს“, - აღნიშნა ქეთი ბერიანიძემ.

რადიო "მოზაიკასთან" საუბარში დასაქმების პრობლემაზე საუბრობს გიორგი წიქარიძეც. ის ამბობს, რომ სამსახურის შოვნა რთულია, რადგან დამსაქმებლები ადრეულ ასაკშივე არაადეკვატურ გამოცდილებას სთხოვენ. მისი თქმით, ქალაქში სტუდენტზე მორგებული სამსახურები უნდა არსებობდეს ქალაქში.

“ჩვენ ქალაქში სტუდენტებს არ გვეძლევა საშუალება დავსაქმდეთ, ვაგზავნი სივებს სადისტრიბუციო კომპანიებში, ბანკში, მაგრამ სამსახურს ვერ ვიწყებ. ამასთან ერთად მოთხოვნებიც შეუსაბამოა, სტუდენტს სთხოვენ 1-წლიან გამოცდილებას. არაა, თუ არ მომცეს შანსი დასაქმების, რანაირად მივიღებ გამოცდილებას. ვფიქრობ, უნდა იყოს სამსახურები, სადაც დღის მეორე ნახევარში, ლექციების მერე ვიმუშავებთ“, - თქვა გიორგი წიქარიძემ

გიორგი ოგანესიანი ფიქრობს , რომ სახელმწიფო პოლიტიკა და უნივერსიტეტის როლი სტუდენტთა დასაქმების პროცესში ზედაპირულია.

“სამწუხაროდ, იშვიათია სტუდენტურ ცხოვრებაზე მორგებული სამუშაო განაკვეთი. მეტიც, თითქმის არ მოიძებნება. ალტერნატივა კი ზეგანაკვეთურია, რომელიც ძალიან ბევრ შრომას და რიგ შემთხვევაში, ღამეების გათენებას გულისხმობს, რაც საბოლოო ჯამში, სწავლის ხარისხსა და ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება“, - ამბობს გიორგი ოგანესიანი

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ამბობენ, რომ მათ სტუდენტების დასაქმების რაიმე კონკრეტული პროგრამა არ აქვთ.

“ჩვენ, ზოგადად, დასაქმების პრობლემის წინაშე ვდგავართ. უნივერსიტეტს არ აქვს რაიმე კონკრეტული პროგრამა სტუდენტების დასასაქმებლად. სხვადასხვა კომპანიებთან გვაქვს  გაფორმებული მემორანდუმი, მართალია ხშირად არა, მაგრამ სტუდენტებს ვაწვდით ინფორმაციას, სად რა ვაკანსიაა.ზოგი კომპანია მორგებულია სტუდენტის დღის წესრიგზე, ზოგი - არა. ახალგაზრდები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, იმუშავებენ თუ არა ვაკანტურ ადგილზე“, - ამბობს თამარ ბასილაშვილი

2012 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პრეზიდენტის ინიციატივით ახორციელებდა სტუდენტთა დასაქმების პროგრამას "საზაფხულო არდადეგებზე” (summer jobs). ეს იყო ერთადერთი საშუალება სტუდენტებისათვის, დროებითი დასაქმებისა და გამოცდილების მიღებისათვის. მასში ჩართული იყო ყველა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის სტუდენტი. თუმცა პროგრამა “summer job” რამოდენიმე წლის წინ შეჩერდა.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი