300-მდე ტურისტი დღეში - კომპანიების და მთავრობის ურთიერთობები გორში

ივნისი 14 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად, გორში ტურისტების რაოდენობამ იმატა. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის 3 იანვრიდან 3 ივნისის ჩათვლით გორის მუნიციპალიტეტში 158 036 ტურისტი იმყოფებოდა, გასულ თვეს კი გორს 72 308 ტურისტი ესტუმრა.


გორში არსებულ ტურისტული კომპანიებსა თუ დაწესებულებებს ტურისტები ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით აკითხავენ. ჟანა ოდიაშვილმა ტურისტული საფეხმავლო ტური გასულ წელს ჩამოაყალიბა, თუმცა ამბობს, რომ მასთან ტურიზმის სააგენტოდან ტურისტებს არ გზავნიან.

“ჩემს ტური რატომღაც ყურადღების მიღმაა, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელთან რამდენჯერმე მქონდა კომუნიკაცია, თუმცა უშედეგოდ. ჩემი საფეხმავლო ტური გორის მუნიციპალიტეტში ყველა ტურისტულ მაშრუტს მოიცავს, გარდა სტალინის სახლ-მუზეუმისა. სააგენტოს ხელმძღვანელმა, ქეთევან იარდალაშვილმა მითხრა, რომ ტურისტების გამოგზავნა მათი ვალდებულება არ არის“, - ამბობს ჟანა ოდიაშვილი.

ამავე თემაზე: გორის საფეხმავლო ტური - იდეა ქალაქის პოპულარიზაციისთვის

გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან იარდალაშვილი ამბობს, რომ ტურისტებს მხოლოდ მათი სააგენტოს პროვაიდერ დაწესებულებში გზავნიან.

“დღის განმავლობაში, დაახლოებით 100-დან 300-მდე ტურისტი გვსტუმრობს, გააჩნია დღეებს. ჩვენ გვაქვს პროვაიდერთა ბაზა, კვების ობიექტების, საოჯახო სასტუმროების, ღვინის მარნების და ასე შემდეგ, რომელთა წინაშეც გვაქვს აღებული ვალდებულება.  ამ ფორმატის მიხედვით, არ გვაქვს უფლება სხვა პირებს გავუწიოთ პოპულარიზაცია. თუკი ვინმეს სურს, რომ ამ სიაში მოხვდეს, ტურიზმის სააგენტოს უნდა მიაკითხოს და პროვაიდერთა სიაში დარეგისტრირდეს“, - გვითხრა ქეთევან იარდალაშვილმა.

წლის დასაწიყისიდან გასული თვის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტს 140 402 ტურისტი ეწვია.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი