"გორის ახალგაზრდა დიპლომატები" - პროექტი კიდევ 25 მსმენელმა დაასრულა

ივლისი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

პროექტის “გორი ახალგაზრდა დიპლომატები“ მესამე სეზონის დახურვა გორის სამხატვრო სკოლაში გაიმართა. შეხვედრაზე პროექტში მონაწილე 25 - მა ახალგაზრდამ, მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრა.

გიორგი გიორგაძე სკოლის მოსწავლეა. სწავლის გაგრძელება საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სურს. პროექტის ფარგლებში ის ოთხი ქვეყნის ელჩს შეხვდა. 

"შევიძინე მეგობრები, შევხვდი 4 ქვეყნის ელჩს. პროექტმა, მე როგორც მომავალ დიპლომატს, მომცა დიდი გამოცდილება. საბოლოო ჯამში, მე უფრო დამოუკიდებელი ვარ და საჯარო საუბარიც ნაკლებად მიჭირს, ელჩებთან შეხვედრის დროს დავამყარე კონტაქტები, რაც ასე აუცილებელია მომავალი დიპლომატისთვის“, - ამბობს პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი გიორგაძე.

პროექტის კიდევ ერთი მონაწილე, ნინო მაისურაძე იმედოვნებს, რომ მსგავსი სახის აქტივობები კიდევ ჩატარდება.

"ეს იყო უნიკალური პროექტი, რომლის ფარგლებში შეხვდით უამრავ პოლიტიკურ ფიგურას,. იმედია, მომავალ წელსაც იქნება მსგავსი პროექტები, რადგან ეს აუცილებელია აქტიური ახალგაზრდებისთვის“, - გვითხრა ნინო მაისურაძემ.

პროექტი ასოციაციამ „ნაკვალევი“ გორის მერიის განათლების ხელშეწყობის და განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით განახორციელა. ასოციაციის ხელმძღვანელი, თამარ გოგატიშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა მუშაობისას აქცენტი ეთნიკურ უმცირესობებსა და ინტეგრაციაზე გააკეთეს.

"აღმოაჩინე აღმოუჩენელი გორში, ეთნიკური უმცირესობები და რატომ ვიმსახურებთ მსოფლიოში ინტეგრაციას - ეს ის ძირითადი თემებია, რომლის პრეზენტაციაც დღეს ჩაატარეს ახალგაზრდებმა. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ისინი შეხვდნენ ელჩებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ვიმყოფებოდით საგარეო საქმეთა სამინისტროში, გვქონდა ტრენინგები და ა.შ“, - განაცხადა თამარ გოგატიშვილმა.

შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც შეუწყობს ხელს. 

"ყველა პროექტი, რომელიც გათვლილია ახალგაზრდების განათლებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტად ასეთი პროექტია „გორის ახალგაზრდა დიპლომატები", რომელშიც ამჯერად 30 ბავშვი იყო ჩართული. მე ვფიქრობ, რომ მათთვისაც აუცილებელი იყო ეს აქტივობები. აუცილებლად გაგრძელდება მსგავსი საინტერესო პროექტების დაფინანსება, განსაკუთრებით ისეთი პროექტების, რომელიც მორგებულია ახალგაზრდების საჭიროებებსა და ინტერესებზე“, - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

პროექტი „გორის ახალგაზრდა დიპლომატები“ ზედიზედ მესამე წელია მიმდინარეობს.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი