რა ხდება სადგურის დასახლებაში მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში

აგვისტო 20 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: დავით არუთინიანი

ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელი გორში, სადგურის დასახლებაში მდებარეობს. ყველაზე რთული მდგომარეობა სწორედ აქ არის.

გადასასვლელში არ არის განათება. წვიმიან ამინდში კი, მისით სარგებლობა შეუძლებელი ხდება. გადასასვლელს მოქალაქეების ნაწილი საპირფარეშოდ იყენებს. შესაბამისად, აქ მუდმივად უსიამოვნო სუნი დგას.  

 

მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას გადასასვლელის მოწესრიგებას სთხოვენ.

“ღამით შუქი არაა და წვიმის დროს, თითქმის მთელი გვირაბი ივსება წყლით, რაც ხელს გვიშლის, რომ გადავიდეთ ერთი მხრიდან მეორე მხარეს”, - ამბობს 16 წლის გიორგი შატაკიშვილი.

აღნიშნული მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა მოქალაქეებს ხშირად უწევთ - რკინიგზის სადგურიდან ქალაქში მოსახვედრად, ეს ყველაზე მოკლე გზაა.

“გვირაბში ჩასვლისთანავე გვხვდება არასასიამოვნო სუნი, წყალი და უშუქობა.ამ პრობლემებიდან გამომდინარე, არ შემიძლია ჩავიდე და გადავადგილდე მიწისქვეშა გადასასვლელით”, - ამბობს მარიამ ფილიევი.

“ძირითადად მიწევს გვირაბში სიარული მაგრამ როდესაც ჩავდივარ ყოველთვის მხვდება პრობლემა. დგას საშინელი სუნი, გუბეები და არ არის განათება”, - გვითხრა ხათუნა ზადიაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ წელს რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელი მოაწესრიგა - ჩაუტარა კოსმეტიკური რემონტი და დაამონტაჟა განათებები. თუმცა სადგურის დასახლებაში მდებარე გადასასვლელი ჯერჯერობით ხელისუფლების ყურადღების მიღმაა დარჩენილი.

 

 

მასალა მომზადდა პროექტის "გორელი ახალგაზრდა მოქალაქე ჟურნალისტები დემოკრატიისთვის" ფარგლებში. პროექტს რადიო "მოზაიკა" გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ახორციელებს. 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი