ოჯახი - სივრცე, სადაც ბავშვები ხშირად ძალადობის მსხვერპლები ხდებიან

აგვისტო 20 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: მარიამ ცაციაშვილი

საქართველოში ბავშვები ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლები.

მოძალადეებად კი ხშირ შემთხვევაში, მათივე ახლობლები გვევლინებიან. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ძალადობა აფერხებს ბავშვის ჯანსაღ განვითარებას.

“გამოკითხულთა 45% ბავშვთა მიმართ ფიზიკურ ძალადობას დასაშვებად მიიჩნევს, ხოლო 60%-სთვის ოჯახში აღზრდის მკაცრი მეთოდები შედეგიანია,” – ასეთია იმ კვლევის შედეგები, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF-მა) საქართველოში ჩაატარა.

 სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ბავშვთა უფლებები ჩვენს ქვეყანაში დაცული არ არის. არის შემთხვევები, როცა ბავშვი ვერც კი იაზრებს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. ხშირად, ვერც მოძალადე ხვდება, რომ ის ბავშვის უფლებებს არღვევს.

ერთ-ერთი სივრცე, სადაც ბავშვები ძალადობის მსხვერპლები ხდებიან, მათივე ოჯახებია.რა შემთხვევაში ირღვევა ბავშთა უფლებები ოჯახში? - ეს კითხვა რადიო “მოზაიკამ” რამდენიმე არასრულწლოვანს დაუსვა.

ელენე, 17 წლის:

“როდესაც ბავშვს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებენ”.

ნიკა, 16 წლის:

“ბავშვის უფლებები იმ შემთხვევაში ირღვევა, როდესაც ხდება მასზე ძალადობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და მისი შეზღუდვა”.

მარიამი, 15 წლის:

“როდესაც ბავშვის აზრს არ ითვალისწინებენ და არ სცემენ პატივს”.

თამო, 15 წლის:

“მაშინ, როცა ბავშვის აზრი განსხვავებულია მშობლებისგან და ამის გამო, მის აზრს პატივს არ სცემენ”.

ნუგო, 18 წლის:

“როდესაც ბავშვი ხდება შემსწრე თავისი მშობლების ჩხუბის. ეს ყველაფერი აისახება ბავშვის ფსიქიკაზე”.

ნათია, 18 წლის:

“როდესაც უყვირი, სცემ, არ ითვალისწინებს მის აზრს. ბავშვები უნდა გრძნობდნენ, რომ მათი აზრი ვინმეს აინტერესებს”.

შაკო, 17 წლის:

“ჩემი აზრით, ბავშვის უფლებები ოჯახში ირღვევა მაშინ, როდესაც ბავშვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას არ აძლევენ”.

ახალგაზრდების პასუხებიდან ჩანს, რომ ძალადობის ფორმები მათთვის უცხო არ არის. ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ ოჯახის წევრებმა უნდა უზრუნველყოფ ბავშვის არაძალადობრივ გარემოში გაზრდა.

“ძალადობა ყოველთვის სერიოზულ ზიანს აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას. არსებობს მტკიცებულებები, რომ უფროსებში გამოვლენილი მრავალი დაავადება – გულის იშემიური დაავადებები, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემების ქრონიკული დაავადებები, სიმსივნე და სხვა – ბავშვობაში გადატანილ ძალადობასთანაა დაკავშირებული. ბავშვებს, რომლებიც ძალადობას განიცდიან, ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების დარღვევები აღენიშნებათ”, - ვკითხულობთ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ვებ.გვერდზე.

 

მასალა მომზადდა პროექტის "გორელი ახალგაზრდა მოქალაქე ჟურნალისტები დემოკრატიისთვის" ფარგლებში. პროექტს რადიო "მოზაიკა" გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ახორციელებს. 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი