გორის სკოლებს ფსიქოლოგი არ ჰყავთ - შტატის დამატების საჭიროება

აგვისტო 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საგანმანათლებლო დაწესებულებებში წლებია ფსიქოლოგის საჭიროებაზე საუბრობენ, თუმცა ამ დრომდე არც სკოლებში და არც საბავშვო ბაღებში, ფსიქოლოგის შტატი არ არსებობს, ამ ფუნქციას მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ითავსებს.

სკოლებში ფსიქოლოგის საჭიროებაზე მშობლები საუბრობენ, ისინი ფიქრობენ, რომ კვალიფიციური ფსიქოლოგი მოსწავლეებისთვის იქნება სანდო ადამიანი, რომელიც პრობლემის გადაჭრის გზებს დაანახებს და ძალადობის ფაქტებს შეამცირებს.

“ყველა სკოლას უნდა ჰყავდეს ფსიქოლოგი. მასწავლებელი, თუ გულწრფელად დაინტეერესდა ბავშვის შინაგანი სამყაროთი, ნაწილობრივ ფსიქოლოგიც არის ხოლმე, მაგრამ სპეციალისტი, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს, უფრო უკეთესად მოაგვარებს სიტუაციას. ხშირად არის სკოლაში შემთხვევა, რომ მშობელი საზღვარგარეთ არის წასული და ბავშვს გვერდში მდგომი სჭირდება, ვისაც გულს გადაუშლის, რაღაცას ეტყვის. შეიძლება ბავშვს რაიმე ფსიქოლოგიური პრობლემა არ ჰქონდეს, მაგრამ თუ მას ეყოლება სანდო ადამიანი, უფრო გაადვილდება ურთიერთობები ბავშვებთან და მასწავლებლებთან. ფსიქოლოგმა მოსწავლეს უნდა დაანახოს პრობლემების გადაჭრის გზები, უნდა აუხსნას, რომ ძალადობას ძალადობით არ უპასუხოს“, - ამბობს ლანა ფერაძე.

სასწავლო დაწესებულებებში, ფსიქოლოგის აუცილებლობას ხედავს მენტორი მასწავლებელი ნათია კურტანიძე. მისი თქმით, მოზარდებში აგრესია შესამჩნევად მომატებულია. მისი განეიტრალების ერთ-ერთი საშუალება კი სკოლებში ფსიქოლოგების მუშაობა იქნება.

“საკმაოდ მწვავე პრობლემად დგას მოზარდთა აგრესია. ბოლო პერიოდში ამ პრობლემამ მასშტაბური სახე მიიღო. ყველას კარგად გვახსოვს და გულს გვიკლავს ხორავას ქუჩის ტრაგედია-არასრულწლოვან თანატოლებს შორის მომხდარი დაპირისპირება, რომელიც ორი მოსწავლის მკვლელობით დასრულდა, კარგი იქნება, თუ ყველა სკოლას ეყოლება ფსიქოლოგი, რომლებიც მოზარდებთ ანიმუშავებენ და აგრესიის წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებებს გაატარებს“, - ამბობს ნათია კურტანიძე.

გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი იმ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ამ იდეის სრულფასოვნად განხორციელებას ახლავს თან.

“ფსიქოლოგის შტატი სკოლებს არ აქვს. თუ სკოლაში სწავლობს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი, ამასთან სპეც. მასწავლებელი მუშაობს. თუკი ფსიქოლოგი სჭირდება მოსწავლეს, დამოკიდებული ვართ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგზე. კარგი იქნება სკოლებს ჰყავდეთ ფსიქოლოგი, მაგრამ რამდენად შესაძლებელია, ყველა სკოლას კვალიფიციური კადრი ჰყავდეს? ჩვენ ქალაქში ხომ ძალიან ჭირს კვალიფიციური ფსიქოლოგი“, - თქვა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში მოქმედ 2 085 სკოლიდან ფსიქოლოგი მხოლოდ 250-მდე სკოლაში მუშაობს. მათ შორის, ფსიქოლოგის შტატი არ არის ყველაზე დიდკონტინგენტიან სკოლებში, სადაც 2 000-ზე მეტი ბავშვი სწავლობს. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში 50-მდე ფსიქოლოგი მუშაობს, სადაც სკოლებიდან ბავშვების გადამისამართება ხდება.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი