"გორის ჩერნობილი" - ფოტოები

სექტემბერი 01 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: გუგა ფარეხელაშვილი

გორის ყოფილი აგრარული ბაზრის ტერიტორია, რომელიც გორისციხისა და ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარედ მდებარეობს, დღემდე უყურდღებოდ არის მიტოვებული.

ძველი შენობის ნანგრევები ანტისანატიარიის კერად იქცა.

"ეს ტერიტორია ატომური სადგურის აფეთქების შედეგად, ნაგრევებად ქცეულ ტერიტორიას ჰგავს. შეიძლება "ჰოლივუდი“ ან "მოსფილმიც" დაინტერესდეს და გადასღებ მოედნად აქციონ "გორის ჩერნობილი“.

გორის მერიაში ამბობენ, რომ ტერიტორია კერძო საკუთრებაა და შესაბამისად, მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობაზე მფლობელს ეკისრება. 

იმის გათვალისწინებით, რომ გორისციხის რეაბილიტაცია მიმდინარებს და ლობჭაბუკის სკვერის კეთილმოწყობაც სრულდება, ამ ადგილას თავს არაერთი ტურისტი მოიყრის - მათი ნაწილისთვის ალბათ უცნაური და გაუგებარი იქნება, რატომ არის ეს ტერიტორია ამ ფორმით დატოვებული.  ამ უხერხულობის თავიდან არიდებას კი, ადგილობრივი ხელისუფლება, ტერიტორიის შემოღობვით ცდილობს. 

      

 

მასალა მომზადდა პროექტის "გორელი ახალგაზრდა მოქალაქე ჟურნალისტები დემოკრატიისთვის" ფარგლებში. პროექტს რადიო "მოზაიკა" გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ახორციელებს. 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი