ქვახვრელი - სოფელი, სადაც წვიმის დროს სახლიდან გასვლას ერიდებიან 

სექტემბერი 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: მარიამ აბრამიშვილი

გორიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს სოფელი ქვახვრელი, სადაც წვიმის დროს ადამიანები სახლიდან გამოსვლას ერიდებიან - სოფლის გზა მოსაწესრიგებელია.

როდესაც ქვახვრელში წვიმს, ბავშვები სკოლაში წასვლისას გზის კიდეებზე დადიან. ამ ფორმით ცდილობენ, სკოლამდე სუფთა ფეხსაცმლით მიაღწიონ. 

" წყალს რომ აკეთებდნენ, გზა გათხარეს და მთლიანად გაფუჭდა. ამის შემდეგ ხრეში დაყარეს, მაგრამ დიდად ამანაც ვერ უშველა”, - წუხს ამავე სოფლის მოსახლე.

ქვახვრელში მცხოვრებთა ნაწილი თბილისში მუშაობს.  ამ ადამიანებს ხშირად უწევთ მატარებლით სარგებლობა. როგორც ისინი ამბობენ, წვიმიან ამინდში, ისინი გამოსაცვლელი ფეხსაცმელთან ერთად მგზავრობენ. 

" მატარებლის ბაქანამდე ძველი ფეხსაცმლით მიდიან, იქ იცვამენ ახალ ფეხსაცმელს, ძველს კი იქვე ბაქანზე ტოვებენ, რადგან საღამოს ისევ მოუწევთ სოფელში იგივე გზის გავლა”, - გვიყვებიან ადგილობრივები. 

აქაური ბავშვები ხშირად მიმებსაც აკეთებენ გზის პრობლემაზე და ხუმრობენ, რადგან მათი თქმით, სხვა გზა არ დარჩენიათ.

 " გზასთან დაკავშირებით ბევრი ვილაპარაკეთ, მაგრამ ვერაფერს გავხდით. ახლა კი ხუმრობაზე გადავედით და  სოციალურ ქსელებში ხშირად ვდებთ მიმებსქვახვრელის გზაზე ", - გვიყვება ქვახვრელელი ახალგაზრდა.

"სკოლაში მივალთ თუ არა, ყველა ფეხსაცმელს ვირეცხავთ. ზოგი დიდ დროს ანდომებს და რიგი დგება ონკანებთან. ამის გამო, ზოგჯერ გაკვეთილზეც დაგვიგვიანია", - ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე. 

ქვახვრელის გზაზე არა ერთხელ დაყარეს ხრეში, თუმცა როგორც სოფელში ამბობენ, ამით პრობლემა მხოლოდ დროებით გვარდება.

მასალა მომზადდა პროექტის "გორელი ახალგაზრდა მოქალაქე ჟურნალისტები დემოკრატიისთვის" ფარგლებში. პროექტს რადიო "მოზაიკა" გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ახორციელებს. 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი