ქალი და ქონებრივი უფლებები - მაია აწკარუნაშვილის ისტორია

სექტემბერი 27 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„მე ჩემს მაზლზე ძლიერი ვარ, ის კაცია და ვაჯობე სულიერად, არ დავნებდი!“ - კარალეთში მცხოვრები მაია აწკარუნაშვილი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მაზლის მხრიდან, როგორც თავად ამბობს, დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა, რადგან ქალი იყო.

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა. დღესდღეობით კი, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის იბრძვის. ამბობს, რომ ამ ბრძოლაში ჩართვის მიზეზი, სწორედ ეს ამბავი გახდა - ის არასრულწლოვან შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

მაიას ისტო

„ჩემი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მაზლი მაიძულებდა სახლი დამეტოვებინა შვილთან ერთად. ამბობდა, რომ მამამისზე იყო სახლი და წილი არ გვეკუთვნოდა. სწორედ ამ ვითარებამ მიბიძგა, რომ დამეწყო ბრძოლა, ბრძოლა ჩემი და ჩემი შვილის უფლებების დასაცავად“.

მაია აწკარუნაშვილის ბრძოლა სახლ-კარისთვის 1 წელს გაგრძელდა. მისი აზრით, იგივე კაცს არასდროს დაემართებოდა, რადგან საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების მიხედვით, სახლ-კარზე უფლებები მხოლოდ კაცს აქვს. რადგან ქმარი გარდაეცვალა, მან ეს უფლება დაკარგა.

„შენ შენებს მოსთხოვე წილიო, მერე ისევ თავისი ნათესავები ჩავრიე და იმათმა უთხრეს, ამ ობოლს არ დაგაჩაგრინებთო. 1 წელი დავდიოდი, რომ წილი გამეტანა, ხელს არ მიწერდა. მერე ისევ მივმართე მაგის ნათესავებს და ისევ დავუსვი საკითხი“.

ამ ამბის შემდეგ, პირველი, რაც მაიამ გააკეთა, იყო ტრენინგებზე, შეხვედრებზე დასწრება, სადაც იკრიბებოდნენ უფლებადამცველები, იურისტები და ფსიქოლოგები. როგორც თავად ამბობს, ეს ყველაფერი დაეხმარა ესწავლა კანონები, მისი, როგორც - ქალის და შვილის, როგორც - ბავშვის უფლებები.

„თუ ადრე მე მჭირდებოდა რჩევა-დარიგებები და კანონების შესწავლა, ახლა მე ვურჩევ სხვებს. როცა ვიგებ, რომ რომელიმე ქალის უფლება ირღვევა, ვინმეს ჩაგრავენ მგრძნობელობა, ვფიქრობ, უფრო მეტი მაქვს და ვცდილობ, მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდო. ბრძოლას უკეთესი ცვლილებებისთვის ყოველთვის მოაქვს შედეგი. ახლა ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს და ვეხმარები სხვებსაც, იცოდნენ საკუთარი უფლებები".

ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მაიამ 1 წელიწადში მაღაზია ააშენა და აამუშავა. ამით მან ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვა. როგორც ამბობს, მიუხედავად ყველაფრისა, თავის შვილს, ბიძაზე ცუდს არასდროს ელაპარაკება.

„მაღაზიისთვის შენობა ჩემი ქმრის ძმაკაცებმა ამიშენეს, სრულიად უსასყიდლოდ, მთელი უბანი მეხმარებოდა, მათ შორის ჩემი ქმრის ნათესავებიც. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემს შვილს ბიძამისზე ცუდს არ ველაპარაკებ, არ მინდა გული გავუბოროტო, ბავშვებთან ფრთხილი დამოკიდებულებაა ასეთ დროს საჭირო. ის თავადვე მიხვდება, რომ გაიზრდება“.

მაია აწკარუნაშვილის მსგავსად, ქონებრივ საკითხებზე პრობლემა საქართველოში სხვა მრავალ ქალს აწუხებს. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც. ფორბსის მიხედვით, აზიის განვითარების ბანკი (ADB) თავის კვლევაში საქართველოში, მონღოლეთსა და ფილიპინებში ქონებაზე საკუთრების უფლების გენდერულ უთანასწორობას მიმოიხილავს.

ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოში, საცხოვრებლის მფლობელობაზე განსხვავება ქალებსა და კაცებს შორის 5%-ია და შესაბამისად, თუკი საცხოვრებელს კაცების 80% ფლობს, ქალების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 76%-ია.

ქალის ქონებრივი უფლებები, რომ დაცული არ არის, ამას ამბობს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი, ქეთი ბებიაშვილიც. მისი განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პირდაპირი წესით არ არის განსაზღვრული ქალის ქონებრივი უფლებები, რაც შესაბამისად, ქორწინების საკითხთან დაკავშირებით, პრობლემურია.

„ქალის ქონებრივი უფლებები საქართველოში კარგად არ არის დაცული. იქიდან გამომდინარე, რომ უპირატესობა ენიჭება მესაკუთრეობის საკითხს. საქართველოში არ არის აღიარებული რელიგიური ქორწინება, როგორც სახელმწიფო ქორწინების რეგისტრაციის საკითხი. აქედან გამომდინარე, დღევანდელ პირობებში ძალიან ბევრი იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში, შესაბამისად, მათი ქონებრივი უფლებები არის დარღვეული, ვინაიდან ვერ დგინდება თანასაკუთრების საკითხი“, - ამბობს ქეთი ბებიაშვილი.

მისივე რეკომენდაციით, კარგი იქნება თუ ადამიანები გამოიყენებენ საქორწინო კონტრაქტს, რომელშიც ქონებრივი საკითხები წინასწარ იქნება გაწერილი. ბებიაშვილი აზრით, ამ შემთხვევაში, აღარ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას, არის თუ არა ქორწინება რეგისტრირებული.  საქორწინო კონტრაქტი ბევრად გააიოლებს, პრობლემის შემთხვევაში, ქონებრივი საკითხების გადაწყვეტას.

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი