სოხუმელი ექიმები გორის სამხედრო ჰოსპიტალში - მოგონებები 26 წლის შემდეგ

სექტემბერი 27 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რუსეთ-საქართველოს შეარაღებული კონფლიქტის დროს, 26 წლის წინ აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად, ქალაქი სოხუმი დაეცა. 1993 წელს საქართველომ ერთ-ერთი გამორჩეული კუთხე, აფხაზეთი დაკარგა. ათიათასობით ადამიანს მოუწია საკუთარი სახლის დატოვება.

74 წლის რეზო ხარჩილავამ სოხუმში საომარი მოქმედებების დროს ქალაქის საავადმყოფოში მთავარ ექიმად მუშაობდა. ამ დღის გახსენება მისთვის ყოველთვის მტკივნეულია, თუმცა იქაურ ახლობლებზე ფიქრი ყოველთვის თან სდევს.

"მთელი ომის განმავლობაში იქ ვიყავი. 21 სექტემბერს ჩემი გარდაცვლილი ოჯახის წევრები წამოვასვენე, ცოლის ძმა და დეიდაშვილი, შემდეგ უკან დავბრუნდი და იქიდან გამოსვლა ვეღარ მოვახერხე. სოხუმის სამხედრო ჰოსპიტალში მთავარ ქირურგად ვმუშაობდი. ომის შემდეგ, როცა სოხუმიდან წამოვედი, თბილისში სამხედრო ჰოსპიტალში ვმუშაობდი, შემდეგ პენსიაზე გავედი. 6 წლის წინ - კი გორის ჰოსპიტალში განვაგრძე მუშაობა, ისევ მთავარ ქირურგად. ამ დღეს, გარდაცვლილი ახლობლებისთვის პატივის მისაგებად, ყოველთვის მარტო მივდივარ, რადგან ასე მგონია მათთან საუბარს ასე ვახერხებ", - გვითხრა რეზო ხარჩილავამ.

22 წლის იყო, როცა სოხუმი დატოვა, ლელა გოგია. მშობლიური ქალაქიდან წამოსულვა სტუდენტობისას მოუწია. ის ახლა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობს. იხსენებს, რომ ყველაზე მტკივნეულად მისი მშობლების მიერ გამოვლილი გზა ახსენდება, რომლებიც აფხაზეთიდან ფეხით წამოვიდნენ.

"მაშინ თბილისსში ვსწავლობდი, მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა აფხაზეთი დავკარგეთ. ომის დროს, პერიოდულად ჩავდიოდი და, რა თქმა უნდა, ომის სიმძიმე და ტრაგედია შემეხო. 22 წლის ვიყავი, როცა სოხუმი დაეცა, თუმცა ყველა მტკივნეულად მახსენდება ჩემი მშობლების წამოსვლა. მოუწიათ, რომ სვანეთის გზით წამოსულიყვნენ და გზაში 24 დღე გაატარეს. მე თბილისში ვიყავი ამ დროს და არ ვიცოდი მათი მდგომარეობა. ჩამოვიდნენ განადგურებულნი და გაძარცვულები. ცხოვრება დავიწყეთ ყველაფრის გარეშე. ჯერ კიდევ სტუდენტობისას დავიწყე მუშაობა ექთნად ისანში სამხედრო ჰოსპიტალში. 2006 წლიდან ვმუშაობ გორის სამხედრო ჰოსპიტალში", - გვითხრა ლელა გოგიამ.

საერთო პროფესიის გარდა, ორივე მათგანს ცხოვრების მთავარი სურვილიც აერთიანებთ - მათ მშობლიურ კუთხეში დაბრუნება უნდათ და როგორც თავად ამბობენ, ამის იმედი ერთერთია, რასაც დრო ვერაფერს აკლებს. 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი