გორის მერის ყოფილი მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარე "გამჭვირვალობას" სიცრუეში ადანაშაულებენ

ოქტომბერი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ჩემ შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს - ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს კვლევას საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.

კონკრეტულად კი, საუბარია შპს "იმედზე", რომლის 80% მფლობელად დავით რაზმაძეა მითითებული, თუმცა როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, წლებია კომპანია სამართავად სხვისთვის აქვს ოფიციალურად გადაცემული.

"ფიზიკურად ეს კომპანია აღარ არსებობს, უფრო მეტიც მისამართი რომელიც ამ კომპანიაზე ფიქსირდება საჯარო რეესტრში, ახლა ბანკი ფუნქციონირებს", - ამბობს ის.

რაზმაძე "მოზაიკას" მის მიერ შევსებულ დეკლარაციას უგზავნის და კიდევ ერთხელ განმარტავს , რომ აღნიშნულ შპს - სთან არანაირი კავშირია არ აქვს, რაც ნათლად აქვს მითითებული დოკუმენტში. აქედან გამომდინარე, რაზმაძე ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სიცრუეს უწოდებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს ანგარიშს ეხმაურება გორის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე ეკატერინე სუხიშვილიც, რომელიც რაზმაძის მსგავსად, ამბობს, რომ კვლევის ანგარიშში მის შესახებ მოცემული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

"კვლევის ანგარიში შეიცავს არასწორ ინფორმაციას ჩემს საკუთრებაში არსებული წილების მართვის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებასთან  დაკავშირებით. კერძოდ ჩემ მიერ შევსებული დეკლარაციის მე-12 გვერდზე ცალსახად მითითებულია ორი მინდობილობის შესახებ ინფორმაცია,რომლითაც მინდობილი მაქვს წილების მართვის უფლება. აქედან გამომდინარე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია შეიცავს ჩემი დისკრედიტაციის ნიშნებს და მათი მხრიდან საჭიროებს გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას", - აცხადებს ეკატერინე სუხიშვილი.

ინფორმაციისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მერების, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების 300-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა.

მათი მონიტორინგის შედეგად, 78 დეკლარაციაში 128 სხვადასხვა დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის: დეკლარაციის არასრულად შევსების 56 ფაქტი, კომპანიებში კუთვნილი წილის სხვა პირისთვის მინდობით გადაუცემლობის 56 შემთხვევა, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 16 ფაქტი. ამასთან, 5 თანამდებობის პირთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობენ.

 

 

ამავე თემაზე: დარღვევები დავით რაზმაძის და ეკა სუხიშვილის დეკლარაციებში - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიში

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი