გორელმა მოსწავლემ რობოტი შექმნა

ოქტომბერი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მე - 6 სკოლის მე -10 კლასის მოსწავლემ ლექსო სურამელმა რობოტი შექმნა. მისი თქმით, მსგავს მოწყობილობას ამაზონის ქარხანაში იყენებენ.

"ეს არის რობოტი მანქანა, რომელიც მოძრაობს შავ ხაზზე, ტრაექტორიას ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ და როდესაც დახვდება წინაღობა გვერდი უნდა   აუაროს და ისევ უნდა იპოვოს შავი ხაზი, რომელზეც გააგრძელებს მოძრაობას. ზუსტად ასეთ რობოტებს ამაზონის ქარხანაში იყენებენ", - ამბობს ლექსო. 

როგორც თავად ამბობს, თანამედროვე ტექნოლოგიებით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული, თუმცა დამოუკიდებლად რობოტის შექმნა ტრენინგ - კურსის გავლის შემდეგ შეძლო.

"ვაწყობდი ხოლმე სხვადასხვა კონსტრუქტორებს, ბავშვობიდან მაინტერესებდა გამოგონებები, რობოტები.  ტრენინგ კურსი გავიარე, რომელსაც ერქვა შექმენი "შენი პირველი რობოტი". კვირაში ერთი გაკვეთილი მიტარდებოდა, ვსწავლობდი ყველაფერს ეტაპობრივად, დავიწყეთ ფიზიკის სწავლა. მერე  გადავედით  პროგრამირებაზე, სხვადასხვა სენსორებზე, მათ მართვაზე და გამოვიდა რობოტი. სრულყოფილი სახე რობოტმა ამ კურსების შემდეგ მიიღო, ეს   იყო ფინალური დავალება", - გვითხრა ლექსომ. 

ლექსო ამბობს, რომ იდეები ბევრი აქვს და ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს.

"ახლაც ვმუშაობ. დამოუკიდებლად ავაწყვე რადარი.იდეები ბევრი მაქვს, მაგრამ ამისთვის დრო და გამოცდილება მჭირდება, ამ კუთხით გავაგრძელებ   მუშაობას".

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი