"გორის გორი" - კლუბის შექმნის ისტორია და მიღწეული წარმატებები

ოქტომბერი 26 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

კლუბი “გორის გორი“ უკვე ოთხი წელია  საფეხურთო სივრცეში წარმატებით ასპარეზობს. კლუბის შემადგენლობაში ძირითადად გორელი ფეხბურთელები არიან და შექმნიდან რამდენიმე წელში უკვე მესამე ლიგაში თამაშობენ.

კლუბის სელექციონერი ზაზა ჭალუაშვილი იხსენებს, რომ  თავდაპირველად ვარჯიში ცუდ პირობებში უწევდათ.

“2015 წელს და   შეიქმნა გორის გორი, ეს ბიჭები საფეხბურთო სკოლა ბახჩეში ვარჯიშობდნენ, იმ დროს  ქალაქს გუნდი არ ჰყავდა და გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა გუნდი, რომელიც ქალაქს ეყოლებოდა,  ეს ბიჭები ვინც ახლა გუნდში გვყავს ბავშვობიდან, სკოლის პერიოდიდან  ვარჯიშობენ და დღემდე მოვიდნენ. როდესაც ვარჯიში დავიწყეთ ეს ბიჭები 16 – 17 წლისები იყვნენ, ახლა 22 წლის არიან. საწყის ეტაპზე არ გვქონდა კარგი პირობები სავარჯიშოდ. ახლა ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ბიჭებმა სათანადოდ ივარჯიშონ. "

 

გუნდის კაპიტანი ნიკა ოქროპირიძე ამბობს, რომ მისი პოზიციიდან გამომდინარე ყოველი თამაშის დროს, თანაგუნდელებთან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს. იგი რადიო “მოზაიკასთან“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან თამაშს იხსენებს.

 

“ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო ,თასზე, როდესაც უმაღლესი ლიგის გუნდ შუქურას მოვუგეთ, 2017წელს, ცენტრალურ სტადიონზე ვითამაშეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, რადგან მესამე ლიგის გუნდმა მოუგო უმაღლესი ლიგის გუნდს.  ამის მერე იყო წარმატებებიც და წარუმატებლობებიც. ჩვენი გუნდიდან 5 მოთამაშე წავიდა, რაც ბუნებრივია თამაშეზებზე აისახა და გვქონდა ჩავარდნებიც", - ამბობს გუნდის კაპიტანი.


 

გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით შუბითიძე სამომავლო გეგმებზე  საუბრობს, როგორც თავად ამბობს “გორის გორს“ აქვს პოტენციალი, რომ  უფრო მაღალ ლიგაში ითამაშოს.

“ჩვენი მიზანია გადავიდეთ ლიგა ორში ან ვითამაშოთ ფლეიოფში. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის , რომ ეს ფეხბურთელები გავზარდოთ, ეს ის გუნდია,რომელიც დაიცავს ქალაქის სახეს.  ჩვენი მომზადებული სპორტსმენებიდან რამოდენიმე გორის დილაში თამაშობს, რამოდენიმე სხვა რეგიონშიც გადავიდა. აქ ბევრს აქვს შემოთავაზება სხვაგან გადასვლის, მაგრამ გორელობას ამჯობინებენ", - გვითხრა დავით შუბითიძემ. 

 

გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელი გია ისიანი ამბობს, რომ სამომავლოდ კლუბის მეტად განვითარებისთვის შესაბამისი ხელშეწყობა სჭირდება. მისი აზრით გუნდის გამოცდილებისთვის  საჭიროა ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლა.

"იმისთვის რომ ეს ბიჭები უფრო წარმატებულები და ცნობადები გახდნენ საჭიროა მეტი ინფრასტრუქტურა, ფინანსები და შრომა, მეტი პროფესიონალიზმი ამ საქმეში. ეს გუნდი ზრდის პროცესშია, ვარჯიშობენ ვაძლევთ რეკომენდაციებს, ითვალისწინებენ, ენერგიას არ იშურებენ.  დრო ალბათ ამ ყველაფერს დაალაგებს. ამ გუნდის წასვლა ვერასდროს ხერხდება საზღვარგარეთ. ესენი უნდა დაიოდნენ სხვა ქვეყნებში , ვარჯიშობდნენ სხვა გუნდებთან ერთად, რომ გაიზარდნონ , როგორც ფეხბურთელები, იქ სხვა გარემოა. კარგი იქნება აღდგენის ცენტრი ჰქონდეთ,  მაგალითად ბიჭები ტრავმას, რომ იღებენ საზღვარგარეთ, თუ ერთ კვირაში ხდება სპორტსმენის ფეხზე დაყენება , აქ თვეზე მეტი გვჭირდება", - ამბობს გია ისიანი

 

ისიანი იმედოვნებს , რომ მომავალ წელს "გორის გორი" შეძლებს  რომელიმე ქვეყანაში წასვლას, სხვა ქვეყნის გუნდებთან ვარჯიშს, ეს ფეხბურთელებს განვითარებაში და ეხმარება.

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი