გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ოქტომბერში გამოცხადებული ტენდერებიდან 3 არ შედგა

ოქტომბერი 31 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მიმდინარე თვეში, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერებიდან 3 არ შედგა.

მერიამ ძმები რომელაშვილების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გარე წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციისთვის (თანადაფინანსების პროგრამით) ტენდერი 4 ოქტომბერს გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 5`485 ლარი იყო გათვალისწინებული. ტენდერში მონაწილეობის სურვილი არც ერთმა კომპანიამ გამოთქვა. მერია ხელახალ ტენდერს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.

დანარჩენ ორ შემთხვევაში მერიამ ტენდერი პროექტორისა და ლეპტოპების შესაძენად გამოაცხადა. ამ შემთხვევაშიც მონაწილების სურვილი არავინ გამოთქვა და შესაბამისად ტენდერი არ შედგა.

პროექტორის შესაძენად ტენდერი გორის მერიამ 2 ოქტომბერს გამოაცხადა, რისთვისაც 1`365 ლარი გაითვალისწინა. რაც შეეხება ლეპტოპების შეძენას ტენდერი 2 ოქტომბერს გამოცხადდა, მერიას 40 პლანშეტის შესაძენად 24 000 ლარი გაითვალისწინა.

სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მერიას პლანშეტების შეძენა, 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებიდან, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის სურდა.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი