გზა თბილისის საქალაქო სასამართლომდე 

ნოემბერი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მოსამართლე, რომელიც 18 ნომებრის აქციაზე დაკავებულთა საქმეებს განიხილავს, სამი წელი გორის რაიონულ სასამართლოში მუშაობდა.  რადიო "მოზაიკა" დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს მოსამართლე და როგორია მისი კარიერული გზა თბილისის საქალაქო სასამართლომდე.

 

განათლება :

ვალერიან ფილიშვილი 1983 წელს ქარელში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. 

  • 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;
  • 2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით;
  • 2007 წელს გაიარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის კურსი სამოქალაქო სამართალში, სამოქალაქო სამართლის პროცესში და ადვოკატის უნარ-ჩვევებში;
  • 2007 წელს გაიარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის კურსი სისხლის სამართალში, სისხლის სამართლის პროცესში და ადვოკატის უნარ-ჩვევებში;
  • 2008 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;
  • 2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;
  • 2012 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით;
  • 2012-2013 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;
  • 2013 წლის 13-20 ოქტომბერს გაიარა სტაჟირება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჰამბურგის უმაღლესი სამხარეო და რაიონულ სასამართლოებში სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტის საკითხებზე;
  • 2015 წელს გაიარა გერმანული ენის ინტენსიური კურსები ქ. დიუსელდორფში.

სამუშაო გამოცდილება:

  • 2005-2006 წლებში მუშაობდა “ადამიანის უფლებათა დაცვის, განათლების, ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო დახმარების საერთაშორისო კავშირი ქომაგი”-ს საადვოკატო ბიუროში სტაჟიორ - ადვოკატად;
  • 2006-2008 წლებში მუშაობდა “ადამიანის უფლებათა დაცვის, განათლების, ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო დახმარების საერთაშორისო კავშირი ქომაგი”-ს საადვოკატო ბიუროში ადვოკატად;
  • 2008-2010 წლებში გაიარა სტაჟირება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში;
  • 2010-2012 წლებში მუშაობდა ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ;
  • 2013-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოში კონსულტანტად;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2015 წლის 15 თებერვლიდან გამწესდა მოსამართლედ გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში. 

გორის რაიონული სასამართლო ფილიშვილმა მიმდინარე წლის ოქტომბერში დატოვა. 

ამავე თემაზე: გორის რაიონული სასამართლო ერთმა მოსამართლემ დატოვა

ქონება:

2019 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ვალერიან ფილიშვილი თბილისში 76 კვ.მ. ბინის მფლობელია, რომელშიც 2016 წელს 5 5000 დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება შემოსავლებს, დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მისი შემოსავალი 67875 ლარი იყო. 

დეკლარაციის შევსების მომენტში, თიბისი ბანკში გახსნილ ერთ-ერთ მიმდინარე ანგარიშზე 12 243,29 ლარი უფიქსირდებოდა

 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი