Back to Top
სამშაბათი, 10 დეკემბერი 2019 17:00

საჯარო მოხელემ 14 დეკემბრის აქციაზე ჟურნალისტთან საუბარს თავი მუქარით აარიდა

Rate this item
(0 votes)

" ჩივილს არ ვაპირებ, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს საჯარო მოხელის ასეთი ქცევა", - ჟურნალსტი გიორგი ახალკაცი გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის, ალექსანდრე მაკრახიძისგან თავდასხმის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ მომხდარზე რეაგირებას არ აპირებს.   

"კითხვა მინდოდა დამესვა, როგორც საჯარო მოხელისთვის, მაინტერესებდა მიდიოდა თუ არა 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე თბილისში. ამ კითხვამ გააღიზიანა, ოპერატორს დაემუქრა, უთხრა რომ "გიმახსოვრებო". რამდენჯერმე ხელით შეეხო მიკროფონს, გვაგინა, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოგვიხსენია. გავიდა კიდეც ამ ყველაფრის ამსახველი კადრები", - გვითხრა გიორგი ახალკაცმა. 

კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ რადიო "მოზაკასთან" საუბრისას განაცხადა, რომ შეურაცხყოფა თავდაპირველად ჟურნალისტმა მიაყენა, თუმცა ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა, როგორც თავად ამბობს ტელევიზიას არ გაუშუქებია.

"მე მყავს თვითმხილველები, რომ შეურაცხყოფასა და პროვოკაციებზე თვითონ ჟურნალისტი მოდიოდა. თუ მიჩივლებს მეც ვუჩივლებ იმ შეურაცხყოფასა და პროვოკაციებზე, რაც მან მოახდინა ჩემს მიმართ. შეგნებულად გამაღიზიანა, მდგომარეობიდან გამომიყვანა.

ინფორმაციისთვის, გუშინ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილესა და ჟურნალისტ, გიორგი ახალკაცს შორის ინციდენტი მოხდა. დაპირისპირების ამსახველი ვიდეო მასალა გუშინ საღამოს გავრცელდა.

 

ამავე თემაზე: მაკრახიძე ჟურნალისტზე: თუ მიჩივლებს, მეც ვუჩივლებ იმ შეურაცხყოფაზე, რაც მომაყენა