ენმ გორის მუნიციპალიტეტის მერს სასამართლოში უჩივის

აპრილი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

,,ნაციონალური მოძრაობა“ გორის მერიიდან საჯარო ინფორმაციის მიღებას სასამართლოს გზით შეეცდება. რადიო "მოზაიკას" ამ თემაზე პარტიის წარმომადგენელი გორის საკრებულოში ვასილისა ჯაბახიძე ესაუბრა.

დეპუტატის განმარტებით, გორის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის სახელზე განცხადება კანცელარიაში 19 მარტს შეიტანა, თუმცა პასუხი კანონით განსაზღვრულ ვადებში არ მიუღია. ჯაბახიძის განმარტებით, გორის მერიისგან ამ დრომდე არანაირი წერილობითი შეტყობინება, თუნდაც ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული ვადების გაზრდის შესახებ, არ დაბრუნებია. 

,,ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად, იმ ადამიანებზე, რომლებიც სამსახურის გარეშე რჩებოდნენ, კომპენსაცია გაიცა, თუმცა გვაქვს ინფორმაცია, რომ მათი ნაწილი ისევ დაასაქმეს მერიაში და საკომპენსაციო თანხები არამიზნობრივად გასცეს. ვინაიდან ბატონი კოტე არღვევს ყველანაირ ვადას და საჯარო ინფორმაციას გვიმალავს, მეტიც განცხადებაზეც კი არ გვპასუხობს, იძულებული ვართ, სასამართლოს მივმართოთ და სასამართლოს ძალით ვაიძულოთ ბატონი კოტე საჯარო ინფორმაცია მოგვცეს. იურისტებს უკვე ვესაუბრე და სარჩელს სასამართლოში ორ დღეში შევიტანთ“, - აცხადებს ვასილისა ჯაბახიძე.

რადიო ,,მოზაიკა“ გორის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისგმებელ პირს დაუკავშირდა. თეა ფხალაძე ამბობს, რომ მერიაში შესულ წერილზე პასუხი კანონით განსაზღვრუკლ ვადებში აუცილებლად გაიცემოდა. 

მერიის პრესსამსახურმა რადიო "მოზაიკას" დეპუტატის საპასუხოდ გაგზავნილი წერილის ასლიც მიაწოდა. 

"პასუხი 20-ში გავუგზავნეთ ნაციონალური მოძრაობის ოფისის მისამართზე, მაგრამ წერილი უკან დაგვიბრუნდა. ამიტომ მეორედ გავუგზავნეთ 27 მარტს. ამჯერად, საკრებულოს მისამართზე, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერჯერობით ადრესატს არ ჩაბარებია. ეს გაუგებრობა იმან გამოიწვია, რომ დეპუტატმა არ გვაცნობა, თუ რა მისამართზე უნდა გაგვეგზავნა მისთვის პასუხი", - გვითხრა სოფო ნოზაძემ. 

პასუხი ენმ მერია

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი