ტაქსების და მიკროავტობუსების მუშაობა კონკურენციის პირობებში

აპრილი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე         

                                                                                                                                                                                                                                                                        მიკროავტობუსის  მძღოლები მგზავრთა რაოდენობის შემცირებაზე ჩივიან.

სოფლების მიმართულებით მიკროავტობუსები გორის ავტოსადგურიდან დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადიან. მგზავრობის საფასური 70 თეთრიდან 2 ლარამდე მერყეობს. ამავე მარშრუტებზე ტაქსებიც მოძრაობენ. მგზავრთა ნაწილი სწორედ ტაქსით მგზავრობას არჩევს, რადგან ფიქრობს, რომ მიკროავტობუსები გაუმართავი და სამგზავროდ არაკომფორტულია. 

გორის ავტოსადგურის მაკონტროლებელი კომპანია შპს „ბუქო სამი შვიდიანია“ . მისი  ხელმძღვანელის, ზურაბ ჯეჯელაშვილის ინფორმაციით,  ტრასპორტს ტექნიკური შემოწმებას 6 თვეში ერთხელ უტარებენ. შესაბამისად, ჯეჯელაშვილის თქმით, მათი მიკროავტობუსებით მგზავრობა უსაფრთხოა. 

კომპანიის საქმიანობაში გორის მუნიციპალიტეტის მერია არ ერევა. მან მხოლოდ ტრანსპორტის რეგულირების პროექტი შეიმუშავა და იგი საკრებულოს წარუდგინა. საკრებულოს წევრის ზაალ გუდაძის განმარტებით, მერიის მიერ შემუშავებული პროქტი სატრანსპორტო კომპანიების მიმართ რაიმე სახის რეგულაციების განსაზღვრას არ ითვალისწინებს და მხოლოდ საგზაო ინფრასრტუქურის მოწესრიგებას გულისხმობს.   

მგზავრების უმეტესობისთვის მთავარი კომფორტულად გადაადგილებაა. მათი თქმით, მგზავრობის ღირებულებებს შორის მცირე სხვაობაა. ამიტომაც ურჩევნიათ, ტაქსით იმგზავრონ.  აქვე, იმასაც ამბობენ, რომ ტაქსით დანიშნულების ადგილემდე  მისვლას უფრო სწრაფად ახერხებენ. 

 

 

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი