გორის მერი 2 ჯიპის გაყიდვას აპირებს

აპრილი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

კონსტანტინე თავზარაშვილს გორის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების გაყიდვით ხარჯების შემცირება და შედარებით დაბალფასიანი ავტომობილების შეძენა სურს.

გორის მერი ძველი ავტომობილების გაყიდვაში დახმარების მიზნით აპირებს რომ სახელმწიფოს მიმართოს.

“ჩვენ გვერიცხება ერთი შავი ჯიპი და ისიც გუბერნიას გადავეცით. მე მაგალითად შავი ჯიპით არ ვმოძრაობ, სერი ფერისაა. ასევე გვყავს ორი ძველი პატარა ჯიპი. არის ისეთი მანქანებიც, რომელიც ხშირად არ გამოიყენება და გვინდა გავყიდოთ. ამისთვის ვაპირებთ რომ მივმართოთ სახელმწიფოს“,  - გვითხრა კონსტანტინე თავზარაშვილმა        

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული 10 წლის ტოიოტა კამრით გადაადგილდება. დავით რაზმაძის თქმით, საკრებულოს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მანქანა ემსახურება.

„გორის მუნიციპალიტეტის პარკი არც თუ ისე კარგ მდგომარეობაშია. ერთადართი ჯიპია, რომლითაც გორის მერი გადაადგილდება. ძალიან წლოვანია და არც მაღალი გამავლობის არ არის, როგორებითაც მინისტრები დადიან",   -ამბობს დავით რაზმაძე

შიდა ქართლის გუბერნატორი მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობს. აკაკი მაჭუტაძემ ეს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს დაადასტურა.

გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების საწვავის ხარჯი 102 241 ლარი იყო. მიმდინარე წელს ავტოპარკის განახლებისა და საწვავის ხარჯის შემცირების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერია ძველი ავტომობილების გაყიდვას გეგმავს.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი