202 000 ლარი 9 სოციალური პროექტისთვის

აპრილი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

პროექტების დასაფინანსებლად ადგილობრივ ბიუჯეტში 202 000 ლარია გათვალისწინებული.

გორის მერიამ თამარ მოსიაშვილის სოციალური პროექტების დაფინანსებაზე უარი რამდენჯერმე უთხრა. მისი პროექტები შშმ პირების დახმარებას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას ეხებოდა.

„2016 წელს რამდენიმე პროექტი შევიტანე და არც ერთზე არ მოხდა რეაგირება, მეუბნებოდნენ რომ არა ხარ ჩვენი „ააიპ“-ი და ნუ შემოგაქვს პროქტებიო", – ამბობს ინვალიდთა და შშმ პირთა უფლებადამცველი თამარ მოსიაშვილი.

თამარ მოსიაშვილის ორგანიზაციისაგან განსხვავებით, მერია თითქმის 70 ათასი ლარით „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს“ დააფინანსებს. ორივე ორგანიზაციას თითქმის იდენტური პროფილი აქვს. „კეთილდღეობისა და გამნვითარების ცენტრს“, სხვებთან შედარებით, ადგილობრივი თვითმმართველობისაგან ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს.

„პროექტით გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ფსოქორეაბილიტაცია, გათვლილია 25 ბენეფიციარზე და პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 69 300 ლარს. ფინანსები ასევე გამოიყო იმ შშმ პირებისათვის, რომლებიც მუშაობენ მუნიციპალიტეტში“, - განმარტა თინა ბრეგვაძემ

გორის მერიის მიერ მოწონებულ ორგანიზაციებს შორის ნიქოზის სათემო ორგანიზაცია „იმედის სხივიც“ არის. აღნიშნულმა ორგანიზაციამ ნიქოზის თემში მოხუცებისათთვის მობილური კვების სერვისი უნდა უზრუნველყოს. 5 თვის განმავლობაში, ამისათვის, „იმედის სხივი“  7 200 ლარს მიიღებს.

„ეს პროექტი არის მობილური კვების სერვისი მარტოხელა და სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის ნიქოზის თემში, ემსახურება 35 ბენეფიციარს. პროექტის განხორციელება დავიწყებთ მაისის თვიდან“, - ამბობს „იმედის სხივის“ წარმომადგენლი ნინო მინდიაშვილი

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სხვადასხვა პროექტების დაფინანსება სპეციალური კომისიის რეკომენდაციით ხდება. მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით,  გორის ბიუჯეტიდან მხარდაჭერილი პროექტების რიცხვი გაიზრდება.

„ამ ეტაპზე სულ 9 პროექტი დაფინანსდა, ძირითადად არის სოციალური პროექტები, რომელიც სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებშია გათვლილი. პროექტების შესარჩევად სპეციალურმა კომისიამ იმუშავა, რომელმაც თავად გადაწყვიტა, დაეფინანსებინა თუ არა ესა თუ ის პროექტი“ ,- ამბობს გორის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი დავით ჩიხრაძე

სპეციალურ კომისიას გორის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი ხელმძღვანელობს. მერის მოადგილე ამბობს, რომ პროექტების მხარდაჭერისას, წარმომადგენი ორგანიზაციების გამოცდილება გაითვალისწინა

„შემოსული პროქტებიდან თითქმის ყველა პროექტი დაფინანსდა, ჩვენ ძირითადად ბენეფიციარების მომსახურებაზე და მათ საჭიროებებზე ვართ ორიენტირებულნი. ახალი პროექტი არც ერთი არ არის, ფაქტიურად გაუგრძელდათ მოქმედ ორგანიზაციებს უკვე გაუმჯობესებული, კორექტირებული და რაოდენობა გაზრდილი პროქტები“, -განმარტა ეკა სუხიშვილმა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ წლის დასაწყისიდან დღემდე 9 სოციალური პროექტი დააფინანსა. მსგავსი პროექტებისათვის ადგილობრივ ბიუჯეტიდან 202 000 ლარია გამოყოფილი.

 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი