ლიტერატურული კონკურსი დევნილი მოსწავლეებისთვის და გამარჯვებულები

აპრილი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 

ავტორი: ხატია მუმლაძე

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში ღონისძიება გაიმართა.

 

ლიტერატურულ კონკურში მონაწილეობა წეროვანის საჯარო სკოლის 14 მოსწავლემ მიიღო. დევნილმა მოსწავლეებმა სხვადასხვა ჟანრის ნაშრომები წარადგინეს. ჟიურმა მათგან სამი საუკეთესო გამოავლინა და ავტორებს თამარ გიგაურს, ქეთი ხაჭაპურიძესა და ნატა მაისურაძეს საჩუქრები გადასცა. 

 

„მოკლე ჩანახატი დავწერე თემაზე „მე იაკობი ვარ“. ჩემი ჩანახატი სამ საუკეთესო ნაშრომს შორის მოხვდა, გამარჯვებულებს საჩუქრად გადმოგვეცა წიგნები: გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“, დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ და „თქმულებები ბავშვებისთვის“. მსგავს კონკურსებში ადრეც მიმიღია მონაწილეობა და მომავალშიც ვაპირებ“, - გვითხრა ერთ-ერთმა გამარჯვებულმა ქეთი ხაჭაპურიძემ.

 

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის განათლების სამსახურის წარმომადგენლის სოსო ცოტნიაშვილის ინფორმაციით, კონკურში მონაწილეობა თოთხმეტმა მოსწავლემ მიიღო. მათ შორის, ახალგორის, დიდი ლიახვისა და პატარა ლიახვის ხეობების სკოლის რამდენიმე მოსწავლეც იყო.

 

„წელს გვქონდა თოთხმეტი ნამუშევარი. თოთხმეტივე შეფასდა დადებითად, თუმცა გამოვლინდა სამი გამარჯვებული და გადაეცათ საჩუქრები. ნამუშევრების შინაარსი ძირითადად ასახავდა იმ ტკივილს, რაც ამ მოსწავლეებს აქვთ, იმის გამო, რომ მშობლიურ საცხოვრებელ ადგილებს მოწყვეტილნი არიან.“

 

მსგავს კონკურსებს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია დევნილი მოსწავლეებისთვის პერიოდულად ატარებს. აღნიშნულ კონკურში ნამუშევრებს სპეციალურად შერჩეული ჟიური აფასებდა, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნაირა ბეპიევი ხელმძღვანელობდა.

 

 

Custom Adv 2

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 n"საიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" ( EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი