აღნიშნული თანხიდან საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 3 მლნ 775 ათას 100 ლარია გათვალისწინებული.
უფრო კონკრეტულად გზების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული თანხები შემდეგნაირადაა გადანაწილებული:
მუნიციპალიტეტის გზების მოვლა-შენახვა – 300 ათასი ლარი;
გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია - 3 მლნ 112 ათას 300 ლარი.
"მომავალ წელს დაგეგმილია, გორში გოგებაშვილის ქუჩის გაგრძელების რეაბილიტაცია და ახალი საკანალიზაციო ქსელის მოწყობა. სოფელ ტირძნისი-თერგვისის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, სოფელ აძვი-ჯარიაშენის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, სოფელ ორთაშენში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია, სოფელ ხელთუბანში საჯარო სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და სოფელ ატენში "გარდატენის“გზის რეაბილიტაციის დასრულება. ასევე მერია 2021 წლისთ განმავლობაში გეგმავს გორში, ამილახვრის, ტყვიავის, შარტავას ქუჩის რეაბილიტაციის დასრულებას და სამეფოს ქუჩის რეაბილიტაციის თანადაფინანსებას სრული ღირებულების 15 %-ის ოდენობით, რომლის რეაბილიტაციასაც ახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. გათვალისწინებულია ასევე საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოწყობა - 362 ათას 800 ლარის ოდენობით", - წერია 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში.