Back to Top
სამშაბათი, 26 იანვარი 2021 13:35

პანდემიის პერიოდში გორის მერიამ სტუმრების გამასპინძლებისა და საჩუქრებისთვის 4000 ლარამდე დახარჯა

2020 წელს, გორის მერიის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 3 974 ათასი ლარი შეადგინა.

 

აღნიშნული მიმართულებით, ყველაზე მეტი თანხა პანდემიის პერიოდში, მარტის თვეშია დახარჯული. კონკრეტულად კი 2020 წლის 11 მარტს მერიამ 478 ლარი ევრო საბჭოს კონგრესისა და ადგილობრივ ხელისუფლების შეხვედრისას დახარჯა, ორგანიზაცია - " ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" წარმომადგენლების და ამერიკელი დონორების სტუმრობისას-320 ლარი, საჯარო მოხელეების გადამზადების პროგრამის დროს - 184, გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის, უსასყიდლოდ გადასინჯვის აქციის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა კლინიკებიდან მოწვეული ექიმებისთვის წვეულებისა და ღონისძიების ხარჯმა-883 ლარი შეადგინა.

 

თანხები დახარჯულია 2020 წლის ყველა თვეს გარდა, აპრილის, მაისის, სექტემბრის, ოქტომბრისა და  ნოემბრისა.

 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის 2018 წელს 20 138 ლარი, ხოლო 2019 წელს 39 223 ლარი დახარჯა. ძირითადად თანხები წვეულებების მოწყობაში, სტუმრების მიღება-გამასპინძლებასა და სუვენირების შეძენისთვის დაიხარჯა. 2018 წელს გორის მერიამ წვეულებისა და ღონისძიების დასაფინანსებლად 14-ჯერ გამოყო თანხა ბიუჯეტიდან, 2019 წელს კი 27-ჯერ.2020 წელს, როდესაც პანდემია იყო გამოცხადებული აღნიშნული მიმართულებით მერიამ თანხა 10 ჯერ გამოყო.

Read 305 times