Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 25 დეკემბერი 2019 14:35

შიდა ქართლის გუბერნიის დაფინანსება 2020 წლისთვის 465 000 ლარით განისაზღვრა

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 465 000 ლარით დაფინანსდება.

ანალოგიური მაჩვენებელი მიმდინარე წელს 470 000 ლარით განისაზღვრებოდა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 30 იყო, 2020 წლისთვის კი გუბერნიაში ერთით ნაკლები თანამშრომელი იმუშავებს.

დასაქმებულთა რაოდენობა მიმდინარე წელსაც შემცირდა გასულ წელთან შედარებით. კონკრეტულად კი 2018 წელს შიდა ქართლის გუბერნიაში 32 ადამიანი იყო დასაქმებული მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება სამხარეო ადმინისტრაციაში 400 600 ლარით იყო განსაზღვრული.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1495 times Last modified on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი 2019 15:06