Back to Top
ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2019 14:52

ერედვის მუნიციპალიტეტში 2019 წელს 3 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა 

მიმდინარე წელს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1 996 800 ლარი იყო, გორის მუნიციპალიტეტში არსებულ დევნილთა დასახლებებში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განცხორციელდა, ამის შესახებ ინფორმაცია ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაავრცელა.  


1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების დევნილთა დასახლებაში სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოები, პროექტის საერთო ღირებულება -18 818,86 ლარი.
2. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში არსებული საბავშვო მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პროექტის საერთო ღირებულება - 22 078,42 ლარი.
3. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების დევნილთა დასახლებაში არსებული კოტეჯების ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები (იატაკების შეცვლა), პროექტის საერთო ღირებულება - 49 911,79 ლარი.

ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობას მომავალი წლის ბიუჯეტი უკვე გაწერილი აქვს, მიმდინარე წელთან შედარებით, 2020 წლის ბიუჯეტი გაორმაგებულია და 2 მილიონზე მეტია. 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 194 times