Back to Top
ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2019 15:07

სკრის დევნილთა დასახლების სათემო ცენტრში ჩატეხილი მინა გამოცვალეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის დევნილთა დასახლებაში სათემო ცენტრმა ფუნქციონირება აღადგინა.


რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატეხილი მინის გამო აქტივობები აქ შეჩერებული იყო, თუმცა მას შემდეგ რაც რადიო "მოზაიკამ" ფაქტი რამდენჯერმე გააშუქა, გორის მერიამ შენობას ახალი მინა ჩაუსვა და დარბაზმა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა ფუნქციონირება.

მერის წარმომადგენლის, ილია ოქროშიაშვილის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მოხსენებითი ბარათით გორის მერიამ მომხდარზე მაშინვე მიმართა, თუმცა ადგილობრივების შეფასებით, საკითხი 3 თვის შემდეგ გორის მერიამ რადიო "მოზაიკას" აქტიურობის შედეგად გადაწყვიტა.

 

ამავე თემაზე: სკრის დევნილთა დასახლებაში სათემო ცენტრი გატეხეს 

 

"აგვისტოში ჩაამტვრიეს სათემო ცენტრში მინა, სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ მოსულები, ამ დარბაზში ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესო ღონისძიებები იმართება ხოლმე და გული გვტკიოდა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ეს ცენტრი უფუნქციო იყო სწორედ ამ ჩამტვრეული მინის გამო. მას შემდეგ რაც რადიო "მოზაიკამ" საკითხის გაშუქება დაიწყო და მერიას რამდენჯერმე შეახსენა, რომ მინა ჩასასმელი იყო, დღეს უკვე აქტივობები განახლებულია და ჩვენი და არა ხოლოდ ჩვენი ბავშვებისთვის ის ჩვეულ რეჟიმში მუშაობს", -აცხადებენ სკრის დევნილთა დასახლებაში მაცხოვრებლები.

ამავე თემაზე: სკრის დევნილთა დასახლებაში, სათემო ცენტრის ჩატეხილი მინის აღდგენას ითხოვენ

Read 232 times