Back to Top
ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2019 15:16

რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გარდაცვლილი გმირის ოჯახს გორის მერიამ სახურავის პრობლემა მოუგვარა

გორში მცხოვრებ, უკრაინაში გარდაცვლილი გმირის ოჯახს მერია დაეხმარა. როგორც გარდაცვლილი ჯარისკაცის მეუღლე ამბობს, მუნიციპალიტეტმა მათი აივნის სახურავი შეცვალა, რომელიც ნალექიან ამინდებში წყლის გუბეებს ქმნიდა და სახლშიც აღწევდა.

მას შემდეგ რაც პრობლემის შესახებ რადიო "მოზაიკამ" მასალა გაავრცელა, საკითხი გადაიჭრა და აივნის სახურავიდან სახლში წვიმა აღარ შედის.

"ყველასი დიდი მადლობელი ვარ,ვინც ჩვენი პრობლემა გულთან მიიტანა. მას შემდეგ, რაც რადიო "მოზაიკამ" ვიდეო მასალა მოამზადა ყველამ ნახა რა მდგომარეობაშიც ვიყავით, გორის მერიამ სახურავი შეგვიცვალა და წვიმიანი ამინდების ახლა აღარ გვეშინია, რადგან სწორედ აივნის დაზიანებული სახურავიდან ჩამოდიოდა წყალი, რომელიც ოთახებს გვისველებდა", -ამბობს გარდაცვლილი ჯარისკაცის მეუღლე ინგა ჩოჩნიძე.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 344 times