Back to Top
ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2019 17:56

„მოზაიკას“ მიერ მომზადებული მასალის შემდეგ ბუხაიძის ქუჩაზე ასფალტი დაიგო

გორში კვერნაქის დასახლებაში გზის პრობლემა მოგვარდა. მოსახლეობა პრობლემის შესახებ რადიო "მოზაიკასთან" რამდენიმე თვის წინ საუბრობდა.
ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას გზის მოასფალტებას სთხოვდნენ. მას შემდეგ რაც რადიო "მოზაიკამ" საკითხის ადვოკატირება გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან მოახდინა და პრობლემა ადგილზე გააშუქა, საკითხის შესწავლა მერიამ დაიწყო და რამდენიმე წლის განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა გადაწყვიტა.

"7 წლის განმავლობაში ვითხოვდით ამ გზის მოასფალტებას. როგორც იქნა, გვეშველა, ბავშვებს ვერ ვუშვებდით გარეთ, ისე ტალახდებოდა წვიმის დროს. მადლობა, რომ პრობლემით დაინტერესდით და დაგვეხმარეთ მოგვარებაში. რომ არა თქვენი ადგილზე მოსვლა და პრობლემის გამოკვეთა, ვფიქრობთ, კარგა ხანს კიდევ ვერ ეშველებოდა ჩვენ ქუჩას", - აღნიშნეს ადგილობრივებმა.
Read 286 times Last modified on კვირა, 29 დეკემბერი 2019 23:23