Back to Top
პარასკევი, 27 დეკემბერი 2019 14:52

გორში სპორტკომლექსი წელსაც ვერ გაიხსნა - გუბერნატორი განმარტებას აკეთებს

გორში მულტიფუნქციური სპორტკომპლექსის გახსნა კიდევ ერთი წლით გადაიდო. კომენტარი ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა გააკეთა.

გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, სამინისტრო ახალი ტენდერის გამოცხადებას მომავალი წლის დასაწყისში აპირებს და ობიექტის გახსნაც მისივე განმარტებით სწორედ ამ პროცესების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

"ამ პროცესში ჩვენც აქტიურად ვართ ჩართული რომ როგორმე დროულად მოხდეს სპორტკომპლექსის გახსნა. ჩვენს ხელთა არსებული ინფორმაციით, სპორტის სამინისტრო მომდევნო წლის დასაწყისში გამოაცხადებს ახალ ტენდერს, რომელიც ძალიან მალე უზრულველყოფს შესაბამის საფარის მოწყობას," - აღნიშნა გუბერნატორმა.

სპორტკომპლექსის მშენებელი კომპანია კი დამკვეთ უწყებას ლონდონის სასამართლოში უჩივის, სადაც პროცესები შესაძლოა ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდეს, ამ პერიოდში როგორც იურისტები განმარტავენ, ობიექტზე რაიმე სახის დამატებითი სამუშაოების შესრულება შეზღუდული იქნება.

ამავე კომპანია: კომპანია, რომელმაც გორში სპორტკომპლექსი ააშენა, მთავრობას ლონდონის სასამართლოში უჩივის

გორში მულტიფუნქციური სპორტკომლექსის მშენებლობა სატენდერო პირობების მიხედვით, 2017 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა დარბაზში შეუსაბამო იატაკის დაგების გამო მხარეებს შორის უთანხმოება წარმოიშვა და დავა სასამართლომდე მივიდა. პროცესების დასრულებას გუბერნიაში ჯერ 2018 წლის ბოლოსთვის შემდეგ კი 2019 წლისთვის იყო დაანონსებული, თუმცა ფაქტია, რომ ობიექტი ამ დრომდე დაკეტილი და უფუნქციოა.

 

ამავე თემა: გორში, სპორტკომპლექსის გახსნა მომავალი წლისთვის გადაიდო

Read 414 times Last modified on პარასკევი, 27 დეკემბერი 2019 15:02