Back to Top
ორშაბათი, 06 იანვარი 2020 14:31

შპს „იბოლია“ - დან გორის მაჟორიტარმა 48 900 ლარი მიიღო

გორის მაჟორიტარი დეპუტატის წლიურ შემოსავლებში 48 900 ლარი შპს "იბოლიადანაა". ამის შესახებ იოსებ მაკრახიძეს რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ქონებრივ დეკლარაციაში აქვს მითითებული.

კომპანიიდან მიღებული სარგებელი ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით შემცირებულია, რადგან თუ 2018 წელს გამოქვეყნებულ დეკლარაციაში ეს თანხა 84 993 ლარს შეადგენდა, მომდევნო წლის დოკუმენტში ანალოგიური მაჩვენებელი დაახლოებით 36 ათასი ლარითაა შემცირებული.

 

აღსანიშნავია, რომ დეკლარაციაში მოყვანილი მონაცემები 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, თუმცა კომპანიას, სადაც დეპუტატი 40%-იან წილს ფლობს დროის აღნიშნულ მონაკვეთში გაცილებით მეტი თანხის ტენდერი აქვს მოგებული.

 

შპს "იბოლია" ერთ-ერთი ლიდერი კომპანია იყო 2019 წელსაც, რა დროსაც მან,  12 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 7 მათგანში გამარჯვება მოიპოვა. ხელშეკრულებების უმრავლესობა აღნიშნულმა კომპანიამ გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან გააფორმა. 

 

 

ამავე თემაზე: თანამშრომლობა სახელმწიფოსთან და 2019 წელი შპს "იბოლიასთვის"

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 194 times Last modified on სამშაბათი, 07 იანვარი 2020 12:56