Back to Top
ოთხშაბათი, 08 იანვარი 2020 14:20

3 მასშტაბური პროექტი, რომელიც 2020 წელს გორის მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს

2020 წელს გორის მუნიციპალიტეტში 20 - მდე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.

მათ შორის ყველაზე მასშტაბური რამდენიმეა, რომლებიც მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით უნდა განხორციელედეს.

 

სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია

 

აღნიშნული ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის 3 მლნ 500 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოები კი მარტიდან ოქტომბრის ჩათვლითაა დაგეგმილი.

 

ინფორმაციისთვის, სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია გასულ წელს უნდა დაწყებულიყო და 2020 წლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა რადიო "მოზაიკას" უთხრა, მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა სამუშაოების დაწყება და მიმდინარე წლისთვის გადადო.

 

 

"ახალბაღის" რეაბილიტაცია

 

კულტურისა და დასვენების პარკის „ახალბაღის“ რეაბილიტაცია, სამუშაოები მაისიდან სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება და 1 მლნ 200 ათასი ლარი დაიხარჯება.

 

პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დეტალური საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება კომპანია შპს "როიალ არტ ჯგუფი" 122 377 ლარად შეასრულა.

 

 

მილიონიანი პროექტი გზის რეაბილიტაციისთვის

 

1 მლნ 40 ათასი ლარია გათვალისწინებული ახალუბანი- ჯარიაშენის გზის ასფალტირებისთვის, სამუშაოები მარტიდან ივლისამდეა დაგეგმილი.

 

 

 

ამავე თემაზე: პროექტები, რომელთა განხორციელებაც 2020 წელს გორის მუნიციპალიტეტში იგეგმება

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 330 times