Back to Top
სამშაბათი, 04 თებერვალი 2020 13:33

მარლენ ნადირაძის ქონება მიხეილ ქარელის მოადგილეობიდან ამჟამინდელ საკრებულომდე

მარლენ ნადირაძემ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში უძრავი ქონება 3 ობიექტზე შეიძინა. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ის ბოლო 6 წლის განმავლობაში მუშაობს, 2017 წლიდან კი მას თანამდებობაც მისცემს და ამჟამად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.

2014 წლიდან მისი შემოსავლები იზრდება, რაც მის მიერ რამდენიმე უძრავი ქონების შეძენითაც დასტურდება.

მაგალითად, 2014 წელს მარლენ ნადირაძეს, 1000 ლარად შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი (2029კვ.მ) სოფელ ტინისხიდში.

3 წლის შემდეგ ამავე სოფელში მიწის ნაკვეთი (1906კვ.მ) 1000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი.

 

ისევ ტინისხიდში 2018 წელს, 2 ობიეიქტზე მიწის ნაკვეთთან ერთად, საცხოვრებელი ფართი (67 კვ.მ და109 კვ.მ) დაირეგისტრირა, შეძენის ღირებულებად კი ორივე მათგანზე 0$ -ია მითითებული. თავად მიწის ნაკვეთი 3528 კვ.მ-ზე იმავე წელს 8800 აშშ დოლარად აქვს შეძენილი.

 

გარდა აღნიშნულია, მარლენ ნადირაძეს 2006 წელს 400 ლარად შეძენილი მიწის ნაკვეთიც (სოფელი ტინისხიდი, 2000 კვ.მ) უფიქსირდება. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ ქარელის მოადგილე იყო.

რაც შეეხება შემოსავლებს, საკრებულოს თავმჯდომარემ 2019 წლის განმავლობაში თანამდებობრივი სარგოს სახით, 24 120 ლარი მიიღო, დანაზოგმა და სოფლის მეურნეობიდან შემოსულმა თანხამ კი გასულ წელს 15000 ლარი შეადგინა.

 

უძრავი ქონების გაყიდვიდან არსებული დანაზოგი თანხის სახით კი ნადირაძეს დეკლარაციაში 17000 აშშ დოლარი აქვს მითითებული.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 2461 times Last modified on სამშაბათი, 04 თებერვალი 2020 13:50