Back to Top
სამშაბათი, 04 თებერვალი 2020 14:39

150 საგზაო ნიშანი, 24 კამერა - გორის მერიის ტრასნპორტირების რეგულირების განყოფილების ანგარიში

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და გარე რეკლამის რეგულირების განყოფილების ანგარიში საკრებულოს კომისიის სხდომაზე განიხილეს.

ტრანსპორტისა და გარე რეკლამის რეგულირების განყოფილებაში სულ 3 ადამიანი მუშაობს : განყოფილების უფროსი და 2 სპეციალისტი.

 

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, განყოფილების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით და სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობით 2019 წელს ქალაქ გორის ქუჩებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა 306 403,67 ლარის სამუშაოები, მათ შორის დაამონტაჟა 65 საგზაო ნიშანი და 15 960 გრ. მ-ზე მოაწყო ასფალტის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები პლასტიკური საღებავით.

 

ამავე ანგარიშის მიხედვით, წლის დასასრულს შპს "თბილისის" მიერ გორის ქუჩებში განხორციელდა ასფალტის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო 346 500 ლარი და დაიხაზა 2 618,95 კვ. მ პლასტიკური საღებავით.

 

როგორც განყოფილების თანამშრომლები აცხადებენ, მიმდინარე წელს გზებთან მდებარე სკოლების და ბაგა-ბაღების მიმდებარე ტერიტორიებთან ხელოვნური უსწორმასწორობები მოეწყობა. მერიამ შესაბამისი მასალები უკვე შეისყიდა.

 

"წლის დასაწყისში განყოფილების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, გორში 13 ლოკაციაზე მოეწყო 30 750 ლარის ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შემანელებელი ხელოვნური უსწორმასწორობები, შესაბამისი საგზაო ნიშნებით. ხოლო წლის მეორე ნახევარში მერიამ შეისყიდა 54 770,61 ლარის ხელოვნური უსწორმასწორობები, რომლის მონტაჟსაც განახორციელებს ა(ა)იპ გორის კეთილმოწყობის სააგენტო. ამით მოგვარდება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებთან მდებარე სკოლების და ბაგა-ბაღების მიმდებარე ტერიტორიებთან ხელოვნური უსწორმასწორობების მოწყობა."

 

როგორც ცნობილია, 2019 წელს გორის მუნიციპალიტეტში დამატებით მოეწყო 150-მდე საგზაო ნიშანი და აბრა.

დღესდღეობით, გორში 102 მიწის ნაკვეთზე 1 300 ავტომანქანის პარკირების ადგილია, მათ შორის 35 შშმ პირებისთვის. ასევე არის 17 მიწის ნაკვეთი, რომელიც განსაზღვრულია ტაქსის პარკირებისთვის, სულ 70 მანქანაზე გათვლილი.

 

განყოფილების მიერ მოძიებულია და მიმდინარეობს 37 ერთეული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების სამუშაოები, რომელთა დარეგისტრირების შემდეგ ადგილებზე მოეწყობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილები.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 24 ე.წ "ჭკვიანი კამერა", დამატებით 2 კამერაზე კი, შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარეობს შესაბამისი ადგილების შერჩევა.

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისმა კომისიამ სხდომაზე აღნიშნული განყოფილების მუშაობა დადებითად შეაფასა.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 2307 times Last modified on სამშაბათი, 04 თებერვალი 2020 14:47