Back to Top
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2020 11:01

გორში კულტურის სახლს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება 

გორში, კომბინატის დასახლებაში არსებულ კულტურის სახლს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის გორის მერიამ ტენდერი გამოცხადა. უწყება აღნიშნულ მომსახურებაში 40 600 ლარს გადაიხდის. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შენობის სარემონტო და რეკონსტრუქციის არქიტექტურული და კონსტრუქციული გადაწყვეტები დამკვეთთან ერთად შენობის არსებული მდგომარეობის შესწავლის შემდეგ დაზუსტდება. 

 

"ქალაქ გორის კომბინატის კულტურის სახლის შენობის სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის უნდა მომზადდეს დეტალური მუშა პროექტი, რათა შემდგომში ხარისხიანად და გეგმაზომიერად განხორციელდეს სამშენებლო სამუშაოები", - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში. 

 

 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დოკუმენტაციის მომზადება ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს. 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 2286 times