Back to Top
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2020 12:09

ხელთუბანში საბავშვო ბაღის ძველ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში საბავშო ბაღის ძველ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესაბამისი საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესასყიდად მერიამ ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული მომსახურებისთვის უწყებამ 20 300 ლარი გაითვალისწინა. 

"გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხელთუბანში საბავშვო ბაღის მიტოვებული შენობის ახლად ფუნქციონირებისათვის (ოთხ ჯგუფზე) საჭირო კონსტრუქციული და სარემონტო სამუშაოების გადაწყვეტები დაზუსტდეს დამკვეთთან ერთად, არსებული შენობის კონსტრუქციული მდგრადობის შესწავლის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს გაფართოება მიშენების ან ცალკე მდგომი კორპუსის აგების საშუალებით", - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში. 

 

ინფორმაციისთვის, ხელთუბანში საბავშვო ბაღი ამჟამად ერთი - ერთი შენობის ზედა სართულზე ფუნქციონირებს. რეაბილიტაციის შემდეგ კი სააღმზრდელო პროცესი ძველ შენობაში გადაინაცვლებს და ხელთუბანში და თორტიზაში მცხოვრებ ბავშვებს მოემსახურება. 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 2574 times