Back to Top
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2020 16:22

გორში, ჭანტურიას ქუჩაზე გადათხრილი გზის მოწესრიგებას ითხოვენ 

გორში, ჭანტურიას ქუჩაზე დაზიანებული გზის მოწესრიგებას თხოვენ. მოქალაქეების თქმით გზა რამდენიმე თვეა გადათხრილია. 

 

"ჯერ კიდევ ნოემბერში, ჭანტურიას ქუჩაზე, მე - 4 სკოლის წინ გადათხარეს სკოლის შესასვლელი, მას შემდეგ კი მდგომარეობა არ შეცვლილა, გადაადგილება განსაკუთრებით რთულია წვიმიან ამინდებში, კიდევ რამდენ ხანს უნდა იარონ, მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა ტალახში? როცა მშრალი ან ქარიანი ამინდია მტვერი და ბუღი დგას. ვის ევალება ამ გზის მოწესრიგება? ", - წერს ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში. 

 

აღნიშნულის შესახებ რადიო "მოზაიკა" გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ გზა გაზმომარაგების კომპანიამ სამუშაოების დროს გადათხარა და მისი მოწესრიგებაც მას ევალება. 

 

"აღნიშნულ ქუჩაზე "სოკარ ჯორჯია გაზი" ახორციელებს სამუშაოებს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზასაც მოაწესრიგებს", -გვითხრეს მერიაში. 

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 2245 times