"გორის რაიონის სოფელ ქიწნისში პროექტის ფარგლებში უნდა მოეწყოს დაახლოებით 620 ოჯახზე (დაზუსტდეს პროექტირებისას) მოეწყოს შიდა გამანაწილებელი ქსელი, უნდა დამონტაჟდეს ინდივიდუალურად წყლის მრიცხველები, ამოირეცხოს არსებული ჭაბურღილი და მოეწყოს ერთი ახალი ჭაბურღილი. დამონტაჟდეს ახალი ტუმბოაგრეგატი. მოეწყოს ახალი 50 მ 3-ნი რეზერვუარები (მოცულობა დაზუსტდეს ანგარიშის მიხედვით) 10მ სიმაღლის კოშკებზე. უნდა მოეწყოს ახალი საქლორატორო", - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.
140 ოჯახზე გათვლილი შიდა გამანაწილებელი ქსელი მოეწყობა სოფელ შერთულში.
"უნდა დამონტაჟდეს ინდივიდუალურად წყლის მრიცხველები, ამოირეცხოს არსებული ჭაბურღილი და დამონტაჟდეს ახალი ტურბოაგრეგატი. არსებული კოშკი უნდა შეიცვალოს ახალი 50 მ 3-ნი რეზერვუარებით (მოცულობა დაზუსტდეს ანგარიშის მიხედვით) 10მ სიმაღლის კოშკებზე. უნდა მოეწყოს ახალი საქლორატორო".
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ დოკუმენტის შედგენა და მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა მოახდინოს.
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.