Back to Top
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2020 17:11

გორის ხელისუფლება ბიუჯეტით პრორუსულ და ანტიდასავლურ გაზეთებს ყიდულობს

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ბიბლიოთეკის და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებს ყიდულობს, რომელთა შორის არის გაზეთი პრორუსული და ანტიდასავლური გამოცემებიც.  

ერთ-ერთი გაზეთი, რომლის შეძენისთვისაც სახსრები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხარჯება, "საქართველო და მსოფლიოა"

 

გამოცემის მთავარ გარეკანზე სათაურებად გამოტანილია ისეთი შინაარსის ტექსტები, როგორებიცაა "უღმერთო შტატები და ერთმორწმუნე, აღმავლობის გზაზე მდგარი რუსეთი", "ნატოსა და ევროკავშირის ძახილს, სჯობდა რუსეთთან პოზიტიური ურთიერთობები", "ლენინგრადის ბლოკადის გარღვევის 77 წლისთავი და ა.შ.

 

გარდა პრორუსული ტექსტებისა, აღნიშნულ გაზეთში შეხვდებით ანტიდასავლურ ტექსტებს. სტატიის ავტორები ჰომოფობიური და ქსენოფობიური განაცხადებით, ცდილობენ ევროპის და ამერიკის დაკნინებას.

 

მაგალითად, "საქართველოსა და მსოფლიოში" შეგხვდებათ ისეთი ტიპის ტექსტები, როგორებიცაა "ცივილიზებული დასავლეთის სწრაფი დეგრადაცია", "ნეოლიბერალური ზნეობა - ეკლესიის საკურთხეველში გეები გამოსახეს", "პედოფილები ევროპის პოლიტიკური არპარეზისკენ მიისწრადიან", "ევროპა - გაჩხიბულთა სამოთხე" და ა.შ.

 

კულტურის სააგენტო ბიბლიოთეკისთვის და მუზეუმისთვის აღნიშნული გაზეთის 26 ნომერს შეიყიდის.

 

ჯამში, სააგენტო 15 სხვადასხვა დასახელების ჟურნალ-გაზეთი შეიძინა, მათ შორის არის "ასავალ-დასავალიც". გაზეთების შეძენისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 907 ლარი დაიხარჯა.

 

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 775 times