Back to Top
სამშაბათი, 11 თებერვალი 2020 11:19

მეჯვრისხევში გასართობი პარკი მოეწყობა 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში გასართობი პარკის მოწყობის სამუშაოებისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესასყიდად ტენდერი გამოცხადდა.

 

ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნული პარკის მოსაწყობად 100 000 ლარის დახარჯვას ვარაუდობს. სამუშაოები სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში შერჩეული განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში უნდა დაიწყოს. 

 

საუბარია, ბაზრის მიმდებარედ, "შინმოუსვლელთა დედის ძეგლის " ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად მიტოვებულია.

 

 

 

პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება საფეხმავლო ბილიკების, სკამების, ღია კინო -თეატრისა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა. 

 

ინფორმაციისთვის, მეჯვრისხევში "შინმოუსვლელთა პარკი" 1972 წელს გაშენდა, პარკის ტერიტორიაზე 214 ფიჭვის ხე დაირგო. ყოველ მათგანს კი საკუთარი სახელი მიენიჭა, იმ მეჯვრისხეველების მოსაგონრად, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ და მშობლიურ სოფელში ვეღარ დაბრუნდნენ. 

 

 

ამავე თემაზე: ზამთარი შინმოუსვლელთა პარკში

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 542 times Last modified on სამშაბათი, 11 თებერვალი 2020 11:56